კელტების „სიცოცხლის ბორბალი“ აერთიანებს სამყაროს 4 მხარეს, რომლებიც განასახიერებენ სულიერ ჰარმონიას. სამყაროს ეს 4 მხარე მათ წელიწადის 4 დროს შეუსაბამეს:

აღმოსავლეთი – გაზაფხული       სამხრეთი – ზფხული

დასავლეთი – შემოდგომა               ჩრდილოეთი – ზამთარი

ყველა მიმართულებას თავისი სიმბოლო აქვს:

  • აღმოსავლეთი – მჭედლის ქურა, სამჭედლო, ეს ის ადგილია სადაც იბადება, იჭედება რაღაც ახალი – იდეები, წამოწყებანი და ა.შ.
  • სამხრეთი – მწყემსის ჯოხი, ანუ მმართველი. ის აძლევს მიმართულებას და უხეშად რომ ვთქვთ, „მწყემსავს ცხვრებს“
  • დასავლეთი – ესაა თასი, სადაც იხარშება და ინახება ყვლაფერი, რაც გადაირჩევა შესანახად – ანუ ის აგროვებს, სიბრძნეს, გამოცდილებას, აღმოსავლეთის მიერ მოპოვებულ იდეებს, ცოდნას და სხვ.
  • ჩრდილოეთი –  მისი სიმბოლოა ქვა, რომელიც წარმოადგენს ძალაუფლების (პასუხისმგებლობის სიმბოლოს)

კელტების აზრით, ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ენერგიის ეს ნაკადები ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნებიან. რა თქმა უნდა, ისინი ურთიერთგანსხვავებულია, მაგრამ ზუსტად ამ ურთიერთგანსხვავებულის ჰარმონია ქმნის მთლიან, ჰარმოინიულ სისტემას და „სიცოცხლის ბორბლის“ არსიც ამაშინ მდგომარეობს, რომ შეცნობილ იქნას თითეული ცალ–ცალკე და ამით შევიცნობთ ერთიან და ჰარმონიულ სისტემას, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამყარო ჰქვია.

კლეტების ამ სისტემის მიხედვით, თითოეული ადამიანიც თავისი ხასიათით არის აღმოსავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი ან დასავლეთი. რა თქმა უნდა, თუკი სიტყვაზე ადამიანი „ჩრდილოეთია“ ტესტის მიხედვით, ეს არ ნიშნავს, რომ მასში დანარჩენი სამი თვისება საერთოდ არაა, – ეს მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „ჩრდილოეთისათვის“ დამახასიათებელი თვისებები მასში უფრო მეტადაა თავმოყრილი.

ტესტის შევსების წესი: თითოეულ ჯგუფში შემავალ კითხვებს გაეცით პასუხები, კი ან არა და სადაც მეტი „კი“ გექნებათ, იმ ჯგუფს განეკუთვნებით თქვენ.

ტესტი ბევრად ეფექტურია, როდესაც ადამიანს პირდაპირ უსვამენ ამ კითხვებს და მან წინასწარ არ იცის  პასუხები.

აღმოსავლეთი

1.გაქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი? შეგიძლით თუ არა, რომ დაინახოთ/აღიდგინოთ მთლიანი სურათი რაღაც სიტუაციიდან?

2.შეგიძლიათ, რომ მთლიანად გადაერთოთ დასახულ მიზნის მიღწევაზე? ფიქრობთ მომავალზე?

3. შეგნებული და გაცნობიერებული გაქვთ საკუთარი დანიშნულება და მიზნები?

4. ხდება ხოლმე ისე, რომ თქვენ კარგავთ კონცენტრაციას და ვეღარ ასრულებთ დასახულ ამოცანას?

5. ხშირად ხდება, რომ ვერ უმკლავდებით თქვენზე დაკისრებულ სამუშაოს, იგი ზედმეტად მძიმე გეჩვენებათ თქვენთვის და ვერ ასრულებთ მას?

6. რაიმე საქმის დაწყებისას ხშირად ივსებით ენთუზიაზმით, შემდეგ კი იმედგაცრუებული თავს ანებებთ მას?

სამხრეთი

1. ხართ თუ არა მიამიტი, გულღია, დაუცველი და მიმნდობი?

2. ძალგიძთ თუ არა, რომ რაიმე კონკრრეტულ შემთხვევაში, აგრძნობინოთ სხვას, რომ სწორედ ისაა პასუხისმგებელი ამ საკითხზე, ოღონდ ეს პირდაპირ კი არ უთხრათ, მიახვედროთ ქცევით, საქმით და ა.შ.

3. რამდენადაა წინა პლანზე თქვენთვის მორალურ–ეთიკური ფასეულობები, პირად და პროფესიულ საკითხებში? ანუ, როდესაც რაიმეს მიღწევას ძალიან ცდილობთ, თქვენთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას?

4. ამოცანის გადასაჭრელად ხშირად იყენებთ პირად ურთიერთობებს და კავშირებს? ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ე.წ. „ნაცნობობას?“

5. გამოირჩევით თუ არა სხვებისადმი თანადგომის უნარით და ხართ თუ არა ემოციური, მგრძნობიარე ადამიანი?

6. გიჭირთ თხოვნაზე უარის თქმა? მოკლედ, შეგიძლიათ თუ არა თქვათ „არა“?

მალავთ თქვენს პირად პრობლემებს საკუთარ თავში და რაიმე გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას, აგრძელებთ ბრძოლას?

7. მიდრეკილი ხართ იმედგაცურებისადმი? ხშირად ხდება  ისე, რომ ადამიანურ ურთიერთობებზე წინ აყენებთ საქმეს?

8. ხშირად ღიზიანდებით, თუკი ურთიერთობათა გარკვევის აუცილებლობის საკითხი დგება?

დასავლეთი

1. რაიმე საკითხში გარკვევისას აწონ–დაწონით თუ არა ყველაფერს და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას, თუ მხოლოდ ემოციებს ეყრდნობით?

2. იყენებთ მონაცემთა ანალიზსა და ლოგიკას?

3. ზედმიწევნით პრაქტიკოსი ხართ, როდესაც რაიმე სამუშაოს ასრულებთ?

4. უყურებთ თუ არა საკუთარ „მე“–ს შიგნიდან და ახდენთ თუ არა თვითანალიზს?

5. გაუბედავი ადამიანი ხართ? გჩვევიათ თუ არა, არასაჭირო ინფორმაციის მოგროვება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ, თუმცა იცით, რომ მას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს?

6. სხვების თვალში ხშირად ჩანხართ, როგორც გარემოსაგან „გათიშული“ და ცივი ადამიანი?

ჩრდილოეთი

1. ხართუ თუ არა თავდაჯერებული და აქტიური ადამიანი?

2. გიყვართ ურთიერთობების მართვა და ასევე მოვლნების ისე წარმართვა, როგორც თქვენ გსურთ?

3. სწრაფად რეაგირებთ სიტუაციებში და უბიძგებთ სხვებს, გადამწყვეტი მოქმედებისაკენ?

4. გიყვართ სიძნლეეები და რთულ ადამიანებთან ურთიერთობა?

5. კამათისას სწრაფად შეგიძლიათ, რომ გადახვიდეთ თავდაცვაზე და დაუმტკიცოთ მოწინააღმდეგეს თქვენი აზრის სისწორე, ბოლომდე იცავთ თქვენს შეხედულებას?

6. ადვილად კარგავთ მოთმინებას და სწრაფად ირებთ მცდარ გადაწყვეტილებებს?

7. ხართ თუ არა ავტოკრატი, მომთხოვნი ადამიანი, ითხოვთ, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ? გადააბიჯებთ თუ არა სხვა ადამიანებს თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად?

შეგახსენებთ, რომ ტესტის ბოლოს ითვლით პასუხებს სად გაქვთ მეტი „კი“ და სად მეტი „არა“. მაგ: თუკი “დასავლეთის კითხვებში“ მეტი „კი“ დააგროვეთ, მაშინ თვქვენ პიროვნულად უფრო დასავლეთი ბრძანდებით.

ახლა კი დაწვრილებით ამ ტიპის ადამიანებზე, კელტების მიხედვით:

აღმოსავლეთი: ეს არის გამომგონებლური, შემოქმედებითი იდეებით აღსავსე ადამიანი, თუმცა მას თავისი იდეების განსახორციელებლად მუდამ სჭირდება ის, ვინც გაიზიარებს მის იდეებს და დაეხმარება კიდეც მის განხორციელებაში. მას მარტოს იშვიათდ მოჰყავს სისრულეში ის, რაც ჩაიფიქრა, მოკლედ მცირე „ბიძგი“ ყოველთვის ესაჭიროება.

სამხრეთი: ეს არის ადამიანი – სამჭედლო ქურა, სადაც იჭედება, იწრთობა და სრულდება ზუსტად იდეები, დასახული მიზნები, ამოცანები. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები საკუთარი იდეების ნაკლებობას განიცდიან, მაგრამ მათ ასევე კარგად ძალუძთ სხვების იდეების განხორციელება; მყარად დგანან ფეხზე, ნაკლებ დაფრინავენ ღრუბლებში და ამიტომ ისინი კარგი თანამშრომლები და შემსრულებლები არიან.

დასავლეთი: ეს ადამიანები ბუნებით  უფრო შემმეცნებლები არიან, ისინი აგროვებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციას და შემდეგ აფასებენ მას; უყვართ ყველაფრის დეტალურად შესწავლა და სიღრმეებში წვდომა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ  “დასავლეთი” უფრო მეტად კრიტიკოსი ადამიანების ტიპს განეკუთვნება.

ჩრდილეთი: ეს არის მებრძოლი ადამიანის ტიპი, ის მუდამ მზადაა ბრძოლისათვის, გამბედავი და შეუპვარია, ერთი სიტყვით, ნამდვილი ლიდერია, რომელსაც მუდამ შეგიძლიათ ენდოთ, ის საქმეს „არ აგდებს“ და დასახულ მიზანს ხშირ შემთხვევაში ყოველთვის აღწევს.

ტესტის შევსებისას ეცადეთ იყოთ გულწრფელნი და პასუხი ნამდვილად მოგაგონებთ საკუთარ თავს. 😉

პ.ს. ვთქვა, რომელი ტიპი ვარ ამ ტესტის მიხედვით? 😀

Advertisements