გთავაზობთ ხშირად დასმული კითხვების და “აღმოცენებული” პრობლემების განმარტებას 😉 მაგ: რატომ შლის წერისას წინდადების პირველ სიმბოლოს?:

რატომ შლის წერისას წინდადების პირველ სიმბოლოს?: ამ შემთხვევაში ვორდი პირველ სიმბოლოს ნამდვილად არ გიშლით, უბრალოდ ადიდებს მას (ეს არის ავტოკორექტირების ფუნქცია, ინგლისური ტექტსტებისათვის: როგორც ვიცით, ინგლისურში წინადადება დიდი სიმბოლოტი იწყება) და რადგან ქარულში ასომთავრული ასოები არ გვაქვს, ის „იშლება“, ანუ აღარ ჩანს.

ფუნქციის გამორთვა/ჩართვა: (2003 წლის ვორდისთვის) შევდივართ მენიუში Tools და ვირჩევთ ბრძანებას AutoCorrect Options… და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში AutoCorrect Options ვპოულობთ ველს Capitalize first letter Of Sentences და აქ უნდა გამოვრთოთ ე.წ. მწვანე „პწიჩკა“. შემდეგ ვაწაკაპუნებთ ღილაკს OK ოპერაცია დასრულებულია წარმატებით. ამის შემდეგ პროგრამა აღრაფერს აღარ „წაგიშლით“  საკუთარი ინიციატივით. 😀

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ ფუქნციის გამორთვას 2007 წლის ვორდში. ხოლო ამ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სხვა ფუნქციებიც, მაგ: ჩაწეროთ რაიმე სიტყვა ან სიმბოლო ველში Replace და ველში With ჩასვათ ის სიტყვა ან სიმბოლო, რომლითაც ავტომატურად შეიცვლება დაწერის შემდეგ ეს სიმბოლო ან სიტყვა.

ეს უფრო მაშინ გამოგადგებათ, თუკი ხშირად წერთ რაიმე სიტყვას და ხშირად უშვებთ მისი წერისას მექანიკურ შეცდიმას.

რატომ უსვამს წითელ და მწვანე ხაზებს წერისას?: რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ვორდს ეს ფუნქცია ტყუილად და მომხმარებლის ნერვების მოსაშლელად აქვს. 😀 არადა, ეს ნამდვილად არაა ასე, მინდა გითხრათ. ეს არის ფუნქცია, რომლის სასუალებითაც ვორდი გიმოწმებთ მართლწერას და გრამატიკას. რა თქმა უნდა, ეს ფუნქციაც ინგლისური ტექსტის აკრეფისასაა მოსახერხებელი და რადგან ვორდმა ქართული არ იცის, ქართულ ტექსტებში უბრალოდ ნერვების მომშლელია მართლა.

ფუნქციის გამორთვა/ჩართვა: (2003 წლის ვორდისთვის) შევდივართ მენიუში Tools და ვირჩევთ ბრძანებას Options აქ კი ვპოულობთ ჩანართს, Spelling and Grammar, და შემდეგ ვრთავთ „პწიჩკებს“ ველებიდან: 1. Check spelling as you type ეს ფუნქცია უზრუნველყოფს მართლწერის შემოწმებას და შეცდომას აღნიშნავს წითელი კლაკნილი ხაზის გასმით. 2. Check grammar as you type ეს ფუნქცია უზრუნველყოფს გრამატიკის შემოწმებას წერის დროს და შეცდომებს აღნიშნავს მწვანე კლაკნილი ხაზით.

ორივე ველის გამორთვის შემდეგ ოპერაციების დასრულებას ვადასტურებთ OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

რა თქმა უნდა, თუკი დაგვჭირდა რომელიმე ფუნქციის ისევ ჩართვა, გავდივართ იგივე გზას და ვურთავთ „პწიჩკებს“

Advertisements