ძალიან იშვიათად შეხვბით ადამიანს საქართველოში, თუნდაც ცივილიზბულ სამყაროს სხვა ქვეყანაში., რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწებელი – მაიონეზი არ უყვარდეს და მაიონეზით შეზავებული სალათები არ გაესინჯოს..

მაიონეზის წარმოშობის რამოდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი კუნძულ მენორკასთანაა დაკავშირებული. კუნძული მენორკა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს და ესპანეთის საკუთრებაა, ადრეულ შუა საუკუნებში არაბების ექსპანსია ვროპისაკენ თვალშისაცემი გახდა, არაბები ძალიან მოძლირდნენ და ევროპის დასავლეთისკნ ლაშქრობები წამოიწყეს ახალი მიწების დასაპყრობად. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს არაბთა ხომალდები კუნძულ მენორკას მიადგნენ და ბუნებრივია ამ მიწის დაპყრობა განიძრახეს თუმცა ადგილობრივი ევროპელები დანებებას ნამდვილად არ აპიებდნენ, მათ საკმაოდ მაღალი და ძნელად გდადლახვადი გალავანი ჰქონდათ კუნძულ მენორკას გარშემო. არაბთა ლაშქარმა კუნძულს ალყა შემოარტყა და იქამდე დაიცადა, სანამ კუნძულელებს საკვების მარაგი არ ამოეწურათ, სწორედ ამ დროს ერთ-რთ კათოლიკე ბერს, რომელსაც მხოლოდ კვერცხი და რამოდენიმე პროდუქტის მცირე ოდენობაღა ჰქონდა შემორჩენილი, მათი შეზავების იდეა მოუვიდა. სწორეს აქ დაიბადა მაიონეზი.
აღნიშნულ საწებელს სახელი მოგვიანებით ეწოდა. 1756 წელს საფრანგეთის არმიამ ლუის-ფრანკო-არმანდ დუ პლესი დე რიშელიეს მეთაურობით კუნძულ მენორკას ქალაქ მაჰონის მახლობლად ბრიტანეთის ჯარები დაამარცხა და სწორედ ამ მთავარსარდალს მოუვიდა იდეად საწებლის საფრენგეთში წაღება. საფრანგეთში დაერქვა მაიონეზს “მაიონეზი” რაც ფრანგულად კვერცხის გულს ნიშნავს.
დღეისათვის ყველაზე მეტ მაიონეზს იაპონიაში მოიხმარენ, იაპონელთათვის მაიონეზი ერთ-ერთი უსაყვარლესი საწებელია.
მაიონეზი რუსეთში ერთ-ერთი მთავარი კვების პროდუქტია, ევროპაში რუსეტი ერთადერთი ბაზარია, სადაც მაიონეზი უფრო მეტი იყიდება, ვიდრე კეჩუბი. თავდაპირველად რუსეთში მაიონეზის მოხმარება მარალი კლასის საზოგადოებისათვის სირცხვილი იყო, თუმცა მაიონეზმა შეზლო და დაიპყრო მოსფლიოს ყველაზე დიდი იმპერია. აღმოსავლეთ ევროპისა და რუსული ბაზრის მთავარი ბრენდი მაიონეზებში Calve-ა. ის მართლაც და ერთ-ერთი საუკეთესო მაიონეზია მთელს მსოფლიოში.
რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ მაიონეზის ყველაზე დიდი მომხმარებელი იაპონიისა და რუსეთის შემდეგ სამხრეთ ამერიკული ჩილეა, სადაც მაიონეზი XX საუკუნის 80-იან წლებში გახდა პოპულარული და დღეისათვის ჩილელთა სამზარეულო მაიონეზის გარეშე წარნმოუდგენელია.

Advertisements