Old-Books

ამ პოსტს მართლა ღშფოთებული და გაბრაზებული ვწერ – ყველამ ნახეთ ალბათ ტელევიზიით, რომ თ.ს.უ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი – თამარ ნემსიწვერიძე დააკავეს.

მის ბინაში ჩხრეკისას აღმოაჩინეს 92 ცალი!!! მე-18, მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნები. მათზე ბიბლიოთეკის შტამპია აღნიშნული. მასთან ერთად დააკავეს ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი თამაზ ნიკოლეიშვილი და მათთან ერთად ამ საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის მერაბ ჭელიძე, – მფრინავთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და წარსულში ქრთამის აღებისათვის ნასამართლევი პიროვნება.

მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნების ნაწილი უკრაინაში, კერძოდ კი უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი, მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები (ალბათ გამოსყიდაც მოგვიწევს).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამ ადამიანებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, რაც მე თუ მკითხავთ, ცოტაა!!!! ჯერ რამხელა სირცხვილია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის დირექტორი რას სჩადის!!! მე მრცხვენია ამ სინდისგარეცხილი ადამიანის მაგიერ!!

ამ დროს შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქართველი ერის დიდი მოამაგის ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა სახელი; ამონარიდი ვიკიპედიადან: ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. – მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა და ფინანსურად ძალიან უჭირდა, ის ხანდახან სრულიად მშიერი იყო, მაგრამ ეროვნული საგანძურისათვის ერთი ნივთიც კი არ მოუკვლია!!! მან სასწაულებრივად გადაარჩინა ეს საგანძური და სამშობლოს დაუბრუნა.

ამ ქალბატონს და მის ამფსონებს კი, არ მგონია ცუდი ხელფასი ქონოდათ, რა თქმა უნდა დღეს დალხენილი არავინ არაა, მაგრამ არც იმდენად უნდა დაეცე და გაპირუტყვდე ადამიანი, რომ ერის კულტურული მემკივიდრეობა აიღო და უბრალოდ გაყიდო!!! სასაცილოა ის ფაქტიც, რომ უნივერსისტეტში სწავლისას,  ამ ბიბლიოთეკით ჩვეულებრივი სტუდენტები თითქმის ვერ ვსარგებლობდით – მკითხველის ბარათის გაკეთებას ხომ თან გადაგვაყოლეს, ლამის რექტორის პირადი ბრძანება გახდა საჭირო, რომ დავეშვით დაბრაზში და მუშაობისას, ციხის ზედამხედველებივით გვედგნენ თავზე თანამშრომლები – არიქა არაფერი არ გააყოლოთ ხელსო 🙂 მოკლედ, კაცი თვითონ რაცაა სხვაც ისა ჰგონიაო 🙂 რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვა, მაგრამ არც იმდენად, სტუდენტს შეურაცხყოფა მიაყენო და იქ მისვლა მოაძულო. ამის გამო მთელი თ.ს.უ. მაღლივის ბიბლიოთეკით ვსარგებლობდით და ამ ბიბლიოთეკას კი პრობლემის სათავე საკუთარ ხელმძღვანელობაში ჰყოლია!!

მოკლედ, გული გამისკდებოდა, ეს რომ არ დამწერეა და ჩემი გულის ტკივილი არ გამეზიარებინა – ასეთები სად იზრდებიან, რას ფიქრიბენ ამ დროს ამას რომ აკეთებენ – ნუთუ მათთვის ყველაფერი მხოლოდ ფულით იზომება?? ფულის გამო ალბათ საკუთარ მშობლებსა და შვილებსაც გაყიდიან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მძულს ეს არაადამიანები!!

Advertisements