მოკლედ, ძალიან არ მინდა, მაგრამ გარკვეული ცვლილებების გატარება მომიწევს ალბათ ბლოგზე.

პირველ რიგში, ალბათ .com დომენზე გადავალთ (ეს კი მინდა, ქვე დომენს ძირითადი დომენი ბევრად ჯობია რა თქმა უნდა) და სავარაუდოდ დიზაინიც შეიცვლება, აი ეს კი მართლა არ მინდა – ამ დიზაინს მივეჩვიეთ ალბათ ყველა 🙂

მაგრამ, ვინაიდან დიზაინის ეს სისტემა ამახინჯებს მთვლელების კოდებს – აქ ვეღარ დავრჩებით. სავარაუდოდ ამის გამო დაიბლოკა კიდეც ბლოგი top.ge ზე. მათი წესების თანახმად, მთვლელის კოდი არ უნდა შეიცვალოს, შეგნებულად არც შეგვიცვლია, მაგრამ კოპირების შემდეგ top.ge –ს და სხვადასხვა მთვლელების კოდს რატომღაც ჭრის და ცვლის 😦 top.ge –ს მთვლელი ჩანს მაინც, სხვა მთვლელები სულაც არ ჩანან 😦 მხლოდ ეს დროშებიანი მუშაობს სწორად 🙂

მოკლედ, თუკი მოულოდნელი ცვლილებები დაგხვდათ მკითხველებს, გეცოდინებათ, რომ ამ მიზეზებითაა გამოწვეული.

p.s. თუკი ვინმემ იცის, როგორ ჩავსვა კოდი ისე, რომ არაფერი შეცვალოს და ჩამოაჭრას, გამიზიარეთ რა ცოდნა 🙂

Advertisements