05617717-A44E-4499-A6C9-92E17DB90108_mw800_mh600_s

ეს კოშმარი ჩემთვის ზუსტად 2 წლის წინ, 7 აგვისტოს ღამეს დაიწყო…. (ჩემთვის მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ზოგმა მეორედ გაიგო ამის შესახებ)… I არხზე ფილმს ვუყურებდი და უცებ მოძრავი სტრიქონი შევნიშნე: რამოდენიმე წუთში თქვენ იხილავთ „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებასო… გულში უსიამოვნოდ გამკრა – ვიცოდი, რომ სამაჩაბლოში (ე.წ. სამხ.ოსეთი) დაძაბული სიტუაცია იყო…. „მოამბე“მართლაც რამდენიმე წუთში გავიდა ეთერში და პირველი ინფორმაცია არ იყო შემაძრწუნებელი – ჩვენ ვიბრუნებდით ჩვენს ტერიტორიებს თითქოს…. მაგრამ მაინც ყველამ გავაცნობიერეთ ალბათ, ვინც ის პირველი კადრები ნახა, – საქართველოში ომი დაიწყო…. ისევ ომი….

პირველი რაც გავაკეთეთ მე და დედამ – სანთლები ავანთეთ და უფალს ყვლაფრის მშვიდობიანად დასრულება ვთხოვეთ…. პირველი კითხვა კი რუსეთი იყო…. კი მაგრამ, რას იზამს რუსეთი, ნუთუ დათმო??? რაც ძნელი წარმოსადგენი და დასაჯერებელი იყო, თუმცა სასურველიც….

მომდევნო დღეებში იყო შიშიც, დარდიც, მაგრამ იმედიც…. თუმცა რუსების შემოჭრამ ყველაფერს წერტილი დაუსვა…. კალიასავით მოედვნენ ჩვენს ტანჯულ სამშობლოს… აუტანელი გახდა საინფორმაციოს ყურება, მაგრამ მაინც დღედაღამ ვუყურებდით დამწვარ-დარბეულ სოფლებს, მოროდიორებს, ზუსტი რიცხვი არ ვიცოდით, მაგრამ ყველა ვხვდებოდით, რომ ჩვენი თანამემამულენი ყოველდღე იღუპებოდნენ იქ, იმ სასაკლაოზე….

თბილსის დატოვება აზრად არ მომსვლია და საქართველოსი მით უმეტეს – რით დავიცავდი 21 წლის გოგო ვერ გეტყვით, (მართალია, ავტომატს კარგად ვისვრი, მაგრამ არანაირი იარაღი არ გამაჩნდა არც მე და არც ჩემს რომელიმე მეზობელს…) თუმცა, მაინც აქ, სამშობლოში, თითქოს ყველანი სადარაჯოზე ვიყავით…. რეზერვში გაიწვიეს მეზობლები, ნაცნობები, კლასელები… ჩემი ტოლი და ჩემზე პატარა ბიჭები…. მალევე მოვიდა ახლობლების დაღუპვის ამბავი… ტკივილს ტკივილი ემატებოდა, ცრემლი არ წყდებოდა…

მთელი საქართველო უცებ გაერთიანდა – ქუჩაში ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, ყველას ერთმანეთი უყვარდა (რატომ ხდება ასე – რამე უბედურება თუ ხდება, მხოლოდ მაშინ რომ ვცდილობთ ერთმანეთჲს გატანას?..)… რუსები კი წინ მოიწევდნენ, ანადგურებდნენ და იღებდნენ ჩვენს სამხედრო ბაზებს და არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ, არ დამავიწყდება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა… მათ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს რუსებს… თუმცა, მაინც არ გვეყო ძალები….

367აგვისტოს ერთ საღამოს (რიცხვი ზუსტად არ მახსოვს), მეგობრისგან მოვდიოდი, სანამ „მარშუტკის“ გაჩერებამდე მივედი, ქუჩაში პანიკა და ჩოჩქოლი ატყდა – დავიზაფრე, ნეტა რა ხდება მეთქი… მივედი გაჩერებაზე, მძღოლს ვკითხე გადიხართ მეთქი?? კი შვილო, წავედით დროზე, თორემ სადაცაა რუსები აქაც შემოვლენ, გორში უკვე შევიდნენო…. ტყუილად ვცდილობ ახლა გადმოგცეთ სიტყვებით ის გრძნობა, რაც მაშინ დამეუფლა – არ გამომდის, მაგრამ რად უნდა აღწერა, ეს ხომ ყველამ გამოსცადეთ…. „მარშუტკაში“ რადიო ჩართო მძღოლმა, პრეზიდენტის მიმართვას ვუსმენდით… მთელი გზა ხმა არავის ამოუღია…. ყველას ერთი გვტკიოდა ყველა ვტიროდით და ვფიქრობდით, რომ მალე არც თბილისს დაინდობდნენ…. (მანამდე ხომ არც დაბმობვა დააკლეს!!) თუმცა თბილისში რომც არ შემოსულიყვნენ – გორი არ გვტკიოდა?? რა თქმა უნდა ყველას გვტკიოდა….

მას მერე, რაც თბილისში გარე განათების პრობლემა მოგვარდა, იმ საღამოს პირველად იყო თბილისი ჩაბნელებული…. ეზოში რეზერვიდან დაბრუნებული ბიჭები დამხვდნენ, ძუნწად ყვებოდნენ იმას, რაც გადაიტანეს… იმავე ღამეს დაირაზმნენ და დიღომში წავიდნენ, თბილსს მაინც დავიცავთო… სახლში კი ისევ ტელევიზორს მივჩერებოდით და ვუსმენდით დასავლეთის ლდერების „ღრმა შეშფოთებებს… „ ამ სიტყვებზე უმეტესობას დღემდე უსიამოვნო შეგრძნება აქვს, მაგრამ მათიც მესმის – ვის უნდა დათვის კლანჭებში ჩავარდნა…. თუმცა ყველა „ღრმად შეშფოთებული“ განცხადება მაინც იმედი იყო, უფრო დიდი იმედი იყო თითოეული ვიზიტი, განსაკუთრებით ბ-ნი ბერნარ კუშნერი მახსოვს კარგად – ეს კაცი მართლა წუხდა… დღემდე მამასავით მიყვარს მგონი :)…. ბოლოს იმედი მაინც ა.შ.შ-ს მიერ გამოგზავნილმა გემებმა და თვითმიფრინავებმა ჩამოიტანეს – ამის მერე, როგორც მახსოვს, ცოტა დაფრთხნენ რუსები…

ლოცვა, ღვთის შეწევნის იმედი, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და საერთაშორისო დახმარებები – ამას ვიყავით მთელი ერი მინდობილი იმ დღეებში… 20080809-wor_01არ დამავიწყდება ჩვენი უწმინდესის სიმტკიცე და მოთმინება – ეს მაგალითი იყო მთელი ერისათვის და მწამს, რომ მისი ლოცვის მეოხებით, მაინც გადარჩა სამშობლლო… მე კი მეხვეწებოდნენ, დატოვე დედაქალაქიო – რომ შემოვიდნენ მეთქი? მით უმეტეს, თუ სემოვლენ, გოგო როგორ უნდა დახვდე რუსებს, ან რას უშველიო… ვერც ვერაფერს ვუშველიდი, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ მივატოვებდი მშობლებს, სახლს და თუ ჩვენამდეც მოაღწევდნენ, – თავი მომეკლა…

ბოლოს და ბოლოს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზეც მოაწერეს ხელი, თუმცა რუსები კაი ხანი მაინც არ წყვეტდნენ ცეცხლს…1218802909_img9769ak3 გორიდან ჯარების გაყვანას ხომ არ დააგდა საშველი…  “მაგთის” ჟურნალიდან მათი დაფარვის ზონის შესახებ შექმნილი საქართველოს რუკა ამოვჭერი, გავაკარი კედელზე და კარგი მთავარსარდალივით ყოველდღე ვათვალიერებდი იმ ტერიტორიებს, სადაც რუსები იყვნენ, ან საიდანაც გადიოდნენ… ქვევით კი მივაწერე „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ – უფალო, დიდება შენდა. ამინ“ ეს რუკა დღემდეა კედელზე წარწერიანად…

საშინელება იყო ნერვებზე მათი თამაში – რომელიმე ტერიტორიაზე ან სოფელში, შევიდოდნენ, გავიდოდნენ და ასე დაუსრულებლად…. არ გავიდნენ არსაიდან, სანამ არ ააოხრეს ყველაფერი… ყოველ დღე ვხედავდით კადრებს, როგორ მიდიოდნენ საქართველოდან ნაძარცვი ნივთებით დატვირთული მანქანები… ყველას გვახსოვს ალბათ დახსნილი უნიტაზები, ან ის, როგორ შურდათ რუს ჯარისკაცებს ჩვენი ჯარისკაცების…

ამ ომის შედეგად ჩვენ ახალგორი და კოდორიც დავკარგეთ… მაგრამ მაინც მჯერა, რომ დროებით და ისიც მჯერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენი იქნება…

მანამდე კი, ჩვენ ეს ტკივილი გვაქვს მოსარჩენი – რომელიც საბოლოოდ მაინც არ მოგვირჩება ალბათ, იმის მერეც კი, რაც ტერიტორიებს დავიბრუნებთ – გარდაცვლილი თანამემამულეების სიცოცხლეს და მათზე ტკივილს საბოლოოდ რა მოარჩენს…

ცოტა არეულია ჩემი პოსტი, მაგრამ ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო: იმ დღეებში ბაზარში ვიყავით მე და დედა, პომიდორს ვყიდულობდით, თელავში მცხოვრები ეროვნებით აზერბაიჯანელი, მაგრამ ჩვენი მოქალაქე ქალბატონებისაგან. ომიც ვახსენეთ საუბარში და არასოდეს დამავიწყდება, როგორ იტირა ორივემ, რას უშვრებიან ჩვენს საქართველოს, ეგენი ვნახეთ გადამწვარიო… ცოდვა გამხელილი ჯობია – მაშინ, მანამდეც და მერეც, ცეცხლმოკიდებულ ტყეს,georgiafront_47243t გადამწვარ სოფლებს, გორს, აალებულ პურის ყანებს რომ ვხედავდი, იგივეს ვნატრობდი სრულიად რუსეთისთვის. კვამლში გახვეული მოსკოვი ვინატრე მთელი სულით და გულით რამდენჯერ და არა მხოლოდ მე, ალბათ ათასობით ქართველი აგზავნიდა ამ სურვილს სამყაროში რუსეთის მიმართ. მაშინ, ასე გამწარებული ხალხი, ვერ ვფიქრიბდით სხვაზე ვერაფერზე – ჩვენ თვალწინ გვიკლავდა სამშობლოს რუსის ტყვია და დახეული ჩექმა…. და დღეს, როცა მართლა იწვის რუსეთი და ამხელა ქვეყანა ვერაფრით ვერ აქრობს ხანძარს, – მაინც მეცოდებიან… იქაც ხომ არის ხალხი, ვისაც არაფერი დაუშავებია, ვისაც არ ეხატება საკუთარი მთავრობა გულზე… თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრი უკრავდა მაშინ ტაშს მთავრობის გადაწყვეტილებას, ბევრმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ დაგვიქნია თითი ინტერნეტის მეშვეობით – აი ასე, დაგაჩოქებთ და დაგიმორჩილებთო – აი ესენი, არ მეცოდებიან!!! ერთი წლის წინ, ომის წლისთავზე პუტინმა საზეიმო მიღება გაუმართა ომში მონაწილე თავის „სალდათებს“, – უფრო კარგად რომ დეაცინა ალბათ ჩვენთვის. წელს კი მას საზეიმო მიღებებისთვის და ჯილდოების დასარიგებლად ნამდვილად არ სცალია!! იმედია, ვერც მოიცლის ამისათვის ვერასდროს!!

რუსებმა ხომ მაშინ ომის ყველა წესი დაარღვიეს, გორის ჰოსპიტალიც კი დაბომბეს….

ღვთის სამართალი დიდია… მისაზღველს ყველა მიიღებს…

brutality_in_gori ამ პოსტით კი, მინდა ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ, ომის მოურჩენელი ტკივილი და სამშობლოს დარდი… ეს მეორე ომია, რომელიც მახსოვს და გადავიტანე – აფხაზეთის ომიც მწარედ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ არც დევნილი ვარ და საკმაოდ პატარაც ვიყავი…. მახსოვს, როგორ ვტიროდი, როცა ტელევიზორში ომში გარდაცვლილების ფოტოებს აჩვენებდნენ და სახელებს და გვარებს ამბობდნენ…

ამ საშინელებიდან კი ზუსტად 2 წელი გავიდა და მაშინდელი სიტუაცია უცვლელია – ჩვენ ჩვენი ტერიტორიის საკმაო ნაწილს ვერ ვაკოტროლებთ, დავტირით დაღუპულ ჯარისკაცებს და ვიხსენებთ მათ გმირობას… ვეფერებით მათ დაობლებულ შვილებს და უნუგეშოდ დარჩენილ ოჯახებს…

მშვიდობას გისურვებთ ქართველებო, დაე, მომავალ თაობებს მაინც ნუ განაცდევინებს უფალი ომის სიმწარეს და ტკივილს… ჩემს თაობას (რომელიც ომის თაობაა) და სრულიად საქართველოს კი, ამ ტკივილს საზღაურად, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ…

ღმერთს ებარებოდეთ!! მიყვარხართ ძალიან..

Advertisements