ჩილი მუსიკალური ჟანრია რომელიც 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და ის დღესაც დასვენებასთან და რელაქსაციასთან ასოცირდება. ჩილის ჟანრში ნელ მუსიკასთან შერწყმულია ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

ჩილი გადანაწილებულია ახალი თაობის მუსიკალურ ჟანრებში, როგორებიცაა ალტერნატიული მუსიკა და ნიუ ჯაზი.
ის XX საუკუნის მიწურულს ღამის კლუბებში ჩამოყალიბდა. ღამის საკლუბო მუსიკისათვის არატრადიციულ გარემოში  არსებობდა ე.წ. “chill room”-ები, სადაც მსურველს შეეძლო შესულიყო ცენტრალური საცეკვაო დარბაზებისგან მოშორებით და შეეკვეთა შედარებით ნელი და უფრო ლამაზი მუსიკალური ნაწარმოებები. მუსიკის ამ მიმდინარეობას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “მშვიდი ელექტრონიკა” და “მსუბუქი ტექნო.”

ჩილის წარმოშობის ადგილად ითვლება ინგლისის ქალაქი მანჩესტერი, სადაც ღამის კლუბ “კონსპირაციაში” შეიქმნა პირველი “chill room”. აქ მოწყობილი იყო რბილი სავარძლები და კომფორტული სკამები სადაც მსურველს შეეძლო დაესვენა და დამტკბარიყო მსუბუქად მოსასმენი მუსიკით.
დღეისათვის ბრიტანეთში ასეტი ოთახებით განთქმულია ღამის კლუბი “Ministry of Sound” ლონდონში, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო ღამის კლუბები და “chill room”-ები ყელასთვის კარგად ნაცნობ იბიცაზეა.

მსოფლიოში მრავლადაა ამ ჟანრის მოყვარულები და შემსრულებლები, ყველაზე ცნობილი DJ-ები, რომლებიც ჩილის უკრავენ არიან: Urban Myth Club, Fila Brazillia, Portishead, Afterlife, Buddha Bar,  Lux, Massive Attack, Mystical Sun, Single Cell Orchestra, Boards of Canada, William Orbit, Groove Armada, Leftfield, Lenny Ibizarre, Bent, Banco de Gaia.

Advertisements