ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა (თითქმის 180 გრადუსი), ვიდრე მამაკაცებს, მამაკაცებს უფრო მეტად სიღრმითი – ანუ შორს მხედეველობა აქვთ განვითარებული.

განვითარებული.  ზუსტად ამიტომ, ახერხებენ ქალები „თვალის გაპარებას გვერდით“, ისე, რომ ვერც კი შეაემჩნევთ, ხოლო მამაკაცები მათთვის საინტერესო ობიექტის გვერდიდან დასანახად, მკვეთრად აბრუნებენ კისერს – სწორედ ამიტომ „ვარდებიან მანაქანიდან“ და „იტეხენ კისერს“, როცა ლამაზ ქალს აყოლებენ თვალს 😀

ამ ფაქტის შესამოწმებელი ტესტი: აიღეთ კალამი ან ფანქარი, ისე რომ ცდის პირმა არ დაინახოს მისი ფერი, დასვით ცდის პირი თქვენსკენ ზურგით და მიუტანეთ საცდელი ნივთი საფეთქელთან და სთხოვეთ, რომ არ მოაბრუნოს თავი, ისე დაინახოს ეს საგანი და გითხრათ მისი ფერი.

ყურადღება: აუცილებლად დაიცავით მანძილი, ნივთი უნდა გეჭიროთ საფეთქლის დასაწყისში, თვალიდან 15-20 სმ-ის მოშორებით.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შედეგს თავად დაინახავთ 😉

Advertisements