კომპიუტერული ვირუსების შესახებ ვის არ სმენია, მათაც კი, ვისაც საერთოდ არ უმუშავია კომპიუტერთან 🙂 ხოლო ისინი კი, ვინც აქტიურად მუშაობენ კომპიუტერთან, ხშირად აწყდებიან მათ და უწევთ ბრძოლა ამ მავნებელი პროგრამების წინააღმდეგ.

ზოგიერთ დამწყებ მომხმარებელს, ფრაზა – ვირუსია კომპიუტერში – შიშის ზარს სცემს და პირველი გამოსავალი, რაც თავში მოსდის, ესაა ოპერაციული სისტემის გადაყენება. რეალურად კი, გადაყენება ყველაზე უკიდურესი გამოსავალია, თუკი სისტემა ძალიან დაზიანდა, სხვა რა გზა გვაქვს. ისე კი, კარგი ანტივირუსის (რა თქმა უნდა ჯობია ლიცენზირებულის) დახმარებით, მათ უმეტესობასთან ბრძოლა წარმატებით სრულდება ხოლმე.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე გავრცელებული ვირუსების ტიპები, მათი დახასიათება და ა.შ.

Virus – ლათინური სიტყვაა და საწამლავს ნიშნავს, კომპიუტერის არსებობიდან დღემდე, მილიონობით ვირუსია შექმნილი, მათ რა თქმა უნდა შეგნებულად ქმნიან და თავისი ბუნებით ვირუსი წარმოადგენს თვიმართვად, დესტრუქციულ პროგრამას და მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას, ესენია:

1. კომპიუტერის მუშაობის ბლოკირება;

2. დისკის თავისუფალი არის შემცირება;

3. მონაცემთა შეცვლა ან განადგურება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ვირუსები ძირითადად იმ სამომხმარებლო პროგრამებს აავადებენ, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. ისინი ჯდებიან ამ პროგრამებში ცალკეული ფაილების სახით და გამოცდილ მომხმარებელსაც კი უჭირს მისი ვიზუალური გარჩევა სხვა ფაილებისაგან. დაავადებული პროგრამა თავიდან არ ამჟღავნებს თავს და დიდხანს შეუძლია უშეცდომოდ მუშაობა პროგრამას, რათა მაშინვე არ მივიტანოთ ეჭვი ვირუსის არსებობაზე. ამ პერიოდში ვირუსი გადადის სხვა პროგრამებში და მათაც აზიანებს (ისე ეს პროცესი ძალიან გავს ადამიანს რომ ვირუსი შეეყრება იმ პროცესს :დ ) ბოლოს კომპიუტერი ავადდება, პროგრამები აღარ მუშაობენ ნორმალურად და ყველაფერი ერთად „ჭედავს“. ვირუსებს შეუძლიათ, რომ დამოუკიდებლად შეიცვალონ სახე და დაემალონ ანტივირუსს.

ვირუსები შეიძლება დავყოთ სამ ტიპად: ფაილური ვირუსები – ჯდებიან ცალკეულ საქაღალდეებში, გადადიან ოპერატიულ მეხსიერებაში და აავადებენ სხვა გამოძახებულ პროგრამებს. ასევე აღწევენ მყარ დისკზე და მიუხედევად იმისა, რომ მონაცემთა ზომა არ იცვლება, მთლიანად დისკის ზომას ამცირებენ (რა თქმა უნდა, ფიზიკურად ვერ ამცირებენ; უბრალოდ დისკს გადავსებულს გვიჩვენებს სისტემა, ვირუსის მოცილების შემდეგ ეს პრობლემა სწორდება). მათ აქვთ უნარი, რომ კარგად დაიმალონ, შეინიღბონ ამიტომ ამ ტიპის ვირუსებთან ბრძლოა არც თუ ისე ადვილია.

ჩამტვირთავი სექტორის ვირუსები – ეს ვირუსები შექმნილია დისკის ჩამტვირთავი სექტორის, MBR-ის დასაზიანებლად, ძირითადად მრავლდებიან ე.წ. „ფლეშკებით“ და მოქმედებენ მხოლოდ ჩატვირთვისას. მათ შეუძლიათ შეაღწიონ მყარი დისკის MBR-ში, შეცვალონ გამშვები კოდი და სისტემა აღარ ჩაიტვირთება. ანტივირუსები მათ უფრო ადვილად უმკლავდებიან.

FAT/NTFS ვირუსები – ეს ვირუსები ცალკეულ პროგრამებს არ აზიანებენ, ისინი ეკვრიან პროგრამებს, მათთან ერთად ეშვებიან, აღწევენ მყარ დისკზე და და აზიანებენ ფაილურ სისტემას, რის შედეგადაც პროგრამების გამოძახება ჭირს, ან სულაც აღარ ეშვებიან ისინი.

გარდა ვირუსებისა, არსებობენ სხვადასხვა დესტრუქციული პროგრამები, მათ შორისაა ტროიანები, რომლებიც ძირითადად ელ.ფოსტით მრავლდებიან და აზიანებენ FAT/NTFS-ს. ლოგიკური ბომბები რომლებიც მონაცემების გასანადგურებლადაა შექმნილი, ჭიები, რომლებიც აღწევენ ოპერატიულ მეხსიერებაში და მრავლდებიან, ანუ ქმნიან თავის თავის ასლებს, ავსებენ ოპერატუილს, რის შედეგადაც სისტემას მეხსიერება აღარ ყოფნის და იჭედება.

ვირუსების ძირითადი გავრცელების წყარო ინტერნეტია, გადმოწერილ მასალას ხშირად თან მოყვება რომელიმე ვირუსი და შემდეგ ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით მავნებლობს ჩვენს კომპიუტერში. ასევე ზოგიერთ საიტზი შესვლისთანავე აავადებს ჩვენს კომპიუტერს. ბევრმა იცის ისიც, რომ თუკი ვირუს შეყრილ ფაილებს გადავიტანთ „ფლეშკაზე“ , ან დისკზე და შემდეგ მას სხვა კომპიუტერში შევაერთებთ, ვირუსებით მასაც „დავასაჩუქრებთ“.

ვირუსებთან საბრძოლველად იქმნება ანტივირუსული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა, მოძებნონ დაავადებული ფაილები და გაანეიტრალონ ისინი. როგორც წესი, ჯერ იქმნება რომელიმე ვირუსი და შემდეგ იქმნება მისგან თავდაცვის საშუალება ანტივირუსის ბაზაში, ამიტომ ბოლომდე დაცულნი არ ვართ და აუცილებელია ისეთი ანტვირუსის ქონა, რომელიც ხშირად გააკეთებს განახლებას (თუკი ანტივირუსი ვერ აკეთებს განახლებას, მოერიდეთ უცხო „ფლეშკების“ შეერთებას კომპიუტერში).

ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ მითს, რომ თუკი სისტემა ძლიერაა დაზიანებული, D დისკის წაშლა მაინც არაა საჭირო, რადგან C დიკის დაფორმატებისას, D-ზე არსებული ვირუსებიც იხოცებიან თავისთავადო – ეს  აბსოლუტურად  მცდარი შეხედულებაა. იმ დროს როცა თქვენ C დისკს შლით (აფორმატებთ), D-დისკზე შემძვრალი ვირუსები თავს მშენივრად გრძნობენ და სისტემის დაყენების შემდეგ, ისევ გააგრძელებენ თავის მავნე საქმეს. რა თქმა უნდა, ორივე დისკის დაფორმატება ყოველთვის არ გვჭირდება – მხოლოდ მაშინ, როცა სისტემა ძალიან ზიანდება.

Advertisements