კომპიუტერული ვირუსების შესახებ ვის არ სმენია, მათაც კი, ვისაც საერთოდ არ უმუშავია კომპიუტერთან 🙂 ხოლო ისინი კი, ვინც აქტიურად მუშაობენ კომპიუტერთან, ხშირად აწყდებიან მათ და უწევთ ბრძოლა ამ მავნებელი პროგრამების წინააღმდეგ.

ზოგიერთ დამწყებ მომხმარებელს, ფრაზა – ვირუსია კომპიუტერში – შიშის ზარს სცემს და პირველი გამოსავალი, რაც თავში მოსდის, ესაა ოპერაციული სისტემის გადაყენება. რეალურად კი, გადაყენება ყველაზე უკიდურესი გამოსავალია, თუკი სისტემა ძალიან დაზიანდა, სხვა რა გზა გვაქვს. ისე კი, კარგი ანტივირუსის (რა თქმა უნდა ჯობია ლიცენზირებულის) დახმარებით, მათ უმეტესობასთან ბრძოლა წარმატებით სრულდება ხოლმე. More