ბევრს ბრაზილიის კულტურული სიმდიდრე და ეროვნული ცეკვა სამბა ბრაზილიელების შექმნილი ჰგონია, თუმცა ეს ასე სრულებით არ არის. ამ ცეკვის ისტორია შორეულ აფრიკის კონტინენტზე იწყება.

“სემბა” არის ანგოლაში გავრცელებული ტრადიციული მუსიკალური ჟანრი და აგრეთვე ცეკვა, რომელიც მსოფლიოში სახელგანქმული სამბას წინაპარია. სახელწოდება “სემბა” გამომდინარეობს სიტყვა “მესემბასაგან” რაც ანგოლურად “ლამაზ ქალტან შეხებას” ნიშნავს.
მსოფლიოში სემბას რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული, მათ შორის ყველაზე პუპულარულია სამბა და რუმბა.
ბრაზილიაში მისი მოხვედრის ისტორია კი სრულიად გასაგები და ლოგიკურია. პორტუგალიელ მონებით მოვაჭრეებს უამრავი ანგოლელი მიჰყავდათ სამხრეთ ამერიკაში და კერძოდ ბრაზილიაში გასაყიდად, სწორედ მათ შეიტანეს ბრაზილიაში ცეკვა სემბა.

Advertisements