vv

ალბათ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ამ სტატიის სათაურს არ დაეთანხმება და არ იტყვის, რომ მუსიკა ნამდვილად ცხოვრებას ალამაზებს.
მუსიკა ნოტებისაგან შემდგარი ხელოვნებაა, რომელიც ნამდვილადაა ადამიანის მარავალმხრივი ნიჭის ულამაზესი გვირგვინი.

მუსიკა გაჩნდა მაშინ, როდესაც გაჩნდა ადამიანი, ამის შემდეგ მუსიკა და ადამიანი განუყოფელია, ის მუდამ ჩვენთანაა ჭირში თუ ლხინში.
მუსიკა განსხვავებულია, ისევე როგორც ადამიანის გემოვნება. ყველა მუსიკას ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიის გემოვნება ეწყობა, ან კიდევ პირიქით.
მსოფლიოში დღეისათვის მრავალი მუსიკალური ჟანრია გავრცელებული, მათი სრული დახარისხება და ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა არიან გამორჩეული მუსიკალური ჟანრები რომელთა წარმოშობის და განვითარების ისტორია ძალიან საინტერესოა. დრევანდელ მსოფლიოში საოპერო მუსიკა, ჯაზი, როკი, რეპი, პოპი და ელექტრონული მუსიკა თუ სხვა. ფართოდაა გავრცელებული და ყოველი მათგანი ძალიან პოპულარულია.
ო პ ე რ ა
საოპერო მუსიკა მსოფლიო მუსიკის ელიტარული ნაწილია, თანამედროვე ადამიანის და სამყაროს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ, რომ ოპერაა.
ოპერის სამშობლო იტალიაა, 1597 წელს ჯაკომო პერიმ საფუძველი ჩაუყარა საოპერო ხელოვნებას და დადგა პირველი საოპერო წარმოდგენა ქალაქ ფლორენციაში. მოგვიანებით მას მხარი აუბეს შულცმა გერმანიაში, ლულიმ საფრანგეთში და ფურსელმა ინგლისში. სწორედ მათ დაიწყეს ამ ქვეყნებში ოპერის განვითარება.

ff“ოპერა” იტალიური სიტყვაა და ქართულად სამუშაოს ნიშნავს, ასეთი სახელი მას ჯაკომო პერიმ შეურჩია, სავარაუდოდ ოპერის არსის და შემადგენელი ელემენტების გამო, ოპერაში თანაბრადაა წარმოდგენილი მაღალფარდოვანი მოძრაობები, ცეკვა, სიმღერა, კლასიკური მუსიკა და უმაღლესი ხარისხის ვოკალური წარმოდგენა. ამას კი ნამდვილად დიდი მუშაობა სჭირდება.

ჯ ა ზ ი
ჯაზი მსოფლიოს ამერიკამ აჩუქა, აღნიშნული მუსიკალური მიმდინარეობა ისეა შესისხლხორცებული მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს კულტურასა და ხელოვნებასთან, როგორც ქართული ფოლკლორი და სუფრა ჩვენს რეალობაში, ჩვენს კულტურასა და ხელოვნებასთან. ჯაზი XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს გარშემო.

მსოფლიო ჯაზის ერთ-ერთი პიონერი და დამაარსებელი ართ ბლექი ამბობდა: “არ იქნება ჯაზი, არ იქნება ამერიკა, ეს ყველაზე დიდი რამეა, რაც კი ჩვენ ქვეყანას აფრიკამ უსახსოვრა.” სწორედ, რომ აფრიკიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ შექმნა ჯაზი ამერიკაში, პირველი ქალაქი სადაც ამ მუსიკამ ფეხი აიდგა ახალი ორლეანი იყო. ამის შემდეგ ჯაზმა გავრცელება დაიწყო დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ, ქალაქ ჩიკაგოში კი 1915 წელს გაისმა პირველი ჯაზური მუსიკა.
სახელწოდება “ჯაზი” პირველად აღნიშნულ მუსიკას, 1912 წელს ბეისბოლის კომენტატორმა უილიამ სლათერიმ უწოდა, ეს დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებული სლენგი ბევრ რამეს ნიშნავდა, მასში გართობა, სიამოვნება და ტკბობა იყო გაერთიანებული და ამის შემდეგ ჯაზს დაერქვა ჯაზი, აღნიშნული სახელწოდება ნიუ-იორკში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ისწავლეს. დღეს ამერიკა ჯაზის გარეშე და ჯაზი ამერიკის გარეშე წარმოუდგენელია.

რ ო კ ი
როკი დღეისათვის ყველაზე გავრცელებული და პუპულარული მუსიკალური ჟანრია მთელ მსოფლიოში. ეს მუსიკალური მიმდინარეობა 1940-იან 50-იან წლებში ჩამოყალიბდა და თავდაპირველად განსხვავებული სახე და სახელწოდება ქონდა. როკის წინამორბედი გახლდათ როკ ნ’როლი რომელიც ამერიკაში წარმოიშვა.
როკი მუსიკის უნიკალური ჟანრია, მასში შესაძლებელია შერწყმული იყოს ბლუზი, ქანთრი, ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთდროულად.

iiiiროკმა ცვლილებები 1980-იან წლებში განიცადა და ის მუდამ იცვლება და ვითარდება, თუმცა კლასიკური როკი დღეს ძალიან იშვიათად იწერება. როკ ნ’როლის “მამად” ელვის პრესლია აღიარებული, თუმცა ბევრსიათვის საკამათოა შეიძლება თუ არა დიდი ელვისის როკთან დაკავშირება. ლოგიკურად შეიძლება, რადგან როკ ნ’როლი როკის პირვანდელი სახეა.
როკს საკუთარი განვითარების მანძილზე ჰქონდა “ოქროს ხანად” აღიარებული პერიოდი, რომელიც 1963-1974 წლებია. ამ პერიოდს უკავშირება როკის გავრცელება დიდ ბრიტანეთში და ისეთი ლეგენდარული ჯგუფების დაარსება, როგორებიცაა როლინგ სთოუნზი და ბითლზი. ბრიტანულ როკს სოულის ელემენტები ამშვენებდა. როკის განვითარების შემდეგი ეტაპი ბლუზთანაა დაკავშირებული და როკ-ბლუზის აღიარებული მამა ერიკ კლაპტონი გახლავთ.
1960-იან წლებში ბობ დილანმა ჩამოაყალიბა როკის ახალი მიმდინარეობა, რომელსაც ფოლკ-როკი ეწოდა, მან როკში პირველად შეიტანა ფოლკლორული ელემენტები.
ბობ დილანის შემდეგ არენაზე გამოვიდა ჯიმი ჰენდრიქსი, სწორედ მის მუსიკასი შეიმჩნეოდა თანამედროვე როკის ელემენტები. ჰენდრიქსის შემდეგ იყო ზეპელინების ეპოქა.
XXI საუკუნეში როკი გადანაწილდა სამ მუსიკალურ მიმდინარეობაში, ესენია: მსუბუქი როკი, მძიმე როკი და მეტალი.

Advertisements