ხშირად ხდება ხოლმე, რომ სკაიპში გვწერენ, “რეებს მიგზავნი, რა რეკლამებია” და ჩვენ აზრზე არ ვართ ამ დროს რა ხდება 🙂 ამის მიზეზია, მინი პროგრამები, რომლებიც ჯდება სკაიპში და ჩვენს დაუკითხავად აგზავნის “მოსაწვევებს” ჩვენს მეგობრებთან. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ამ მომაბეზრებელი პროგრამის მოცილების წესი.ამის მოსაცილებლად, მენიუში ვირჩევთ Tools მერე, Options, მერე Advanced და მერე ნახავთ Manage other programs access to Skype დააჭირეთ მაგას და თუკი მანდ იჯდება რამე პროგარამა, რომელიც თქვენი დაყენებული არააა (სკაიპში თუ თამაშობთ რამეს, ისიც მანდ ჯდება, მაგრამ თამაშს და  დამგზავნს ადვილად გაარჩევთ ერთმანეთისაგან ), წაშალეთ. თქვენც დაისვენებთ და თქვენს კონტაქტებში მყოფი ადამიანებიც tongue.gif

დავამატენდი კიდევ, რომ ეს პროგრამა მაშინ “ძვრება სკაიპში, თუ რაიმე რეკლამირებულ ლინკზე შეხვალთ, ან სკაიპზე ფერადი სტატუსების დაყენებას მოინდომებთ,  ასევე,  თუ ე.წ. “სკაიპის გამტეხს” გადმოწერთ და ვინმეს სკაიპში მოისურვებთ “შეძვრომას”, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თქვენვე დარჩეთ თქვენი სკაიპის გარეშე 😀 ეს ეხება მათაც, ვინც საკუთარი საიტის რეკლამირებისათვის იყენებს პროგრამა Skype All-ს, ხშირ შემთხვევაში, ესენიც ყალბი, სკაპის გამტეხი პროგრამებია… 🙂 ამიტომ იყავით ფრთხილად და იქნებით დაცულნი 😉

Advertisements