ორგანიზაცია ცათამბრჯენებისა და მაღალი ურბანული შენობების საბჭო აწარმოებს აღწერას მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მიხედვითაც დგინდება მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების სია. აღნიშნული ორგანიზაცია 1996 წელს დაარსდა და ამის შემდეგ ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს უმაღლესი შენობების სიას, 2010 წელს ორგანიზაციამ მსოფლიოს 200 ყველაზე მაღალი შენობა გამოავლინა.

დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დგას, კერძოდ კი ქალაქ დუბაიში. შენობას სახელად ბურჯ ხალიფა ეწოდება და მისი სიმაღლე 828 მეტრია. აღნიშნული შენობის აგება 2010 წელს დასრულდა და ის 162 სართულიანია. ბურჯ ხალიფდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს თანამედროვე ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებს, ბურჯ ხალიფა ნამდვილი არქიტექტურული შედევრია. შენობის საერთო ფართობი 464 511 კვ. მეტრია. ბურჯ ხალიფას მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 6 წელი დაჭირდათ მისთვის საბოლოო სახის მისაცემად.

ბურჯ ხალიფა

მსოფლიოს უმაღლესი შენობების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

შენობა..            ქალაქი..      ქვეყანა..      სიმაღლე..     აშენების წელი
1. ბურჯ ხალიფა – დუბაი, საემიროები, 828მ.                             2010
2. ტაიპეი 101 – ტაიპეი, ტაივანი, 508მ.                                         2004
3. შანხაის ფინანსური ცენტრი – შანხაი ჩინეთი, 492მ.            2008
4. კომერციის ცენტრი – ჰონგ-კონგი ჩინეთი 484მ.                      2010
5. პეტრონასის კოშკები – კუალა-ლუმპური, მალაიზია 452მ.  1998

ტაიპეი 101

kkk

შანხაის ფინანსური ცენტრი

კომერციის ცენტრი

პეტრონასის კოშკები

 

 

 

 

 

Advertisements