.
გადავწყვიტე, რომ ჩემი ბლოგი დავუთმო მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს და რა თქმა უნდა დიდი ადგილი ქართულ ხალხურ ზღაპრებს დაეთმობათ.  დიდი სიბრძნეა ჩადებული ზღაპრებში და ამასთან,  მასში ასახულია ერის ზნე, ყოფა-ცხოვრება, აზროვნება, ტრადიციები…  ყველა ერს ყავს თავისი ზღაპრული გმირი, რომელიც მათი სახეა თითქოს, ავიღოთ თუნდაც რუსები და მათი ივანუშკა დურაჩოკი – ყველაზე ჭკვიანი მაინც ისაა ბოლოს 😀  რაც მრავალ რამეზე მეტყველებს ალბათ…. 😉 ქართულ ზღაპრებში კონკრეტული გმირი არ გვყავს თითქოს, ჩვენი ზღაპრები ყველა ფენას ეხება, გლეხებს, აზაურებს, სამეფო ოჯახს… ხშირად შეხვდებით ადამიანებისა და ცხოველების”ადამიანურ” ურთიერთობასაც…  (ეს ფაქტორი სხვა ხალხების ზღაპრებსაც ახასიათებთ რა თქმა უნდა). მე ფოლკლორის სპეციალისტი არ ვარ და ბევრს ვერაფერს ავხსნი, ზღაპრის ფენომენში, მაგრამ მაინც, შეძლებისდაგვარად,  ეტაპობრივად მინდა შემოგთავაზოთ, სხვადასხვა ერის ხალხური ზღაპრები, მე მგონი გასართობიც იქნება, საინტერესოც და დასაფიქრებელიც…  სტილი ზედმიწევნით იქნება დაცული. ახლა კი თავს აღარ სეგაწყენთ და შემოგთავაზებთ პირველ ხალხუს ზღაპარს, რომელსაც ამ პოსტის ზევით იხილავთ.  ზღაპრებს ცალკე ქვეკატეგორია ეთმობა, ლიტერატურის კატეგორიაში.  შემოგვიერთდით და ერთად ვიმოგზაუროთ, ჯადოსნურ, ზღაპრულ სამყაროში…

Advertisements