ყველა ადამიანი და ყველა ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულებები და საკუთარი ჰობი. ამ სტატიაში ჰობებზე მინდა გესაუბროთ. მეცნიერული თვალსაზრისით ჰობი ადამიანის აქტივობა და ინტერესია, რომელთა კეთება ინდივიდს თავისუფალ დროს უყვარს.ყველას ჰობი განსხვავებული ან მსგავსია, თუმცა მათ ერთი დიდი საერთო აქვთ, ადამიანს საკუთარი ჰობის ანუ საყვარელი საქმის კეთება ყველაზე მეტად უყვარს. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰობია ფოტოგრაფია და აზარტული თამაშები. ამათგან ცალმხრივად დადებითი შედეგი მხოლოდ ფოტოგრაფიას მოაქვს.

მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანია, უამრავ ადამიანს აქვს უცნაური ჰობი, თუმცა მათგანაც შეიძლება რომელიმე გამოარჩიო, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ჰობია პარტიზანული მებაღეობა, სწორად წაიკითხეთ პარტიზანული მებაღეობა. აღნიშნული ჰობის მქონე ადამიანები მიწის მეპატრონის ნებართვის გარეშე რგავენ ან თესავენ სხვადასხვა ბოსტნეულს, ხილს თუ ხეხილს სხვების კუთვნილ მიწაზე. ყოველგვარი ნებართვის ან რაიმე უფლების გარეშე ისინი იჭრებიან სხვის ტერიტორიებზე და აშენებენ მათთვის საყვარელ ბოსტნეულს ან ხილს, მათ აზრადაც არ მოსდით უკვე მათ მიერ გაშენებული პლანტაციებიდან მოსავლის აღება, მათი ჰობი მხოლოდ დარგვა და დათესვაა. აღნიშნული ჰობი 1973 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა და მას იმდენი მიმდევარი გამოუჩნდა, რომ უკვე მსოფლიოში არსებობს პარტიზანული მებაღეობის საერთაშორისო დღე – 1 მაისი.
სტატიის ავტორს რამოდენიმე ჰობი აქვს, ამათგან ერთი საკუთარი პროფესიაა, მას აგრეთვე ძალიან უყვარს მსოფლიოს ულამაზესი სპორტის ფეხბურთის ყურება და თევზაობა. საინტერესოა რა ჰობები აქვთ Barcelonismo’s Blog-ის სტუმრებს?

Advertisements