ზიხარ შენთვის სამარშუტო ტაქსიში (ისე მე, მიუხედავად ჩემი ფილოლოგობისა, “მარშუტკას” ვეძახი. შეჩვევაა ესეც), ფანჯრის მხარეს და გაჰყურებ ქუჩებს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 40 წუთი გაქვს. ზუსტად ამდენ დროს უნდება ეს “მარშუტკა” ბოლო გაჩერებამდე მისვლას, სადაც შენც ჩამოდიხარ. 40 წუთი პლუს–მინუსით, რადგანაც სულაც არაა გამორიცხული წერეთელზე საცობი იყოს, ან სანაპიროზე მოაჯირის რომელიმე მონაკვეთი არ აქვს გარღვეული ნაღამევ, ნამთვრალევ მძღოლს. ამ ადგილას მოძრაობა შეფერხებული იქნება, სასწრაფოს მანქანები, ევაკუატორი და კიდევ ბევრი ცნობისმოყვარე მძღოლი. More





ბოლოს ეს კომენტარები დაგვიტოვეს