Home

40 ხერხი ქალის გულის მოსაგებად

Leave a comment

lovers

მკითხველების დიდი ნაწილისაგან მეილზე ვიღებ მოთხოვნებს, რომ ვწეროთ რაიმე სექსზე. ჯერ ვბრაზობდი, ამდენი თემაა, სექსზე კიდევ სხვებმა წერონ, ან რა არის საინტერესო ამ ისტორიებში მეთქი. მერე მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრი ინფორმაციაა ახლა ხელმისაწვდომი, ხალხს მაინც აკლია, რეალური, სასარგებლო ინფორმაცია. უმეტესობას არ აქვს ნორმალური ინფორმაცია კონტრაცეფციაზე, ურთიერთობებზე და ა.შ. სხვის ისტორიებშიც კი გამოსადეგს ეძებენ… მე არ დავიწყებ მაინც პირადი ისტორიების წერას შეცვლილი სახელებით, ან რაიმეს გამოგონებას. უბრალოდ გთავაზობთ პატარა რჩევებს, რომელიც ჩამოყალიბდა მსფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით და სულ 40 პუნქტია. წყაროს თუ ვენდობით, ეს კვლევები სექსოლოგების მოერაა ჩატარებული და შესაბამისად, ძირითადად სექსუალურ ქცევას შეეხება, თუმცა არა მხოლოდ მას. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ორმოცივე მოერგება ყველა ქალს, მაგრამ უმეტესობა მაინც მისაღებია და მამაკაცები მხოლოდ მოიგებენ, თუ გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს. დღეს გთავაზობთ პირველ 20-ს და ხვალ მივამატებ დანარჩენსაც Winking smile 

More

ქვები, როგორც სიყვარულის თილისმები

Leave a comment

avantavanturin

ავანტიურინი - თუკი თქვენ საყვარელი ადამიანის დანახვისას გული სიხარულით გევსებათ,  ცხოვრებას ვარდისფრად ხედავთ და შეგიძლიათ, რომ ამ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვიდეთ, მაშინ ავანტიურინი თქვენი ქვაა. ის საიმედოდ აკავშირებს შეყვარებულების გულებს ერთმანეთთან, ქმნის ჰარმონიას წყვილებს შორის და გიჩვენებთ ბედნიერებისა და ჰარმონიის გზას. ეს ქვა ძირითადად გვხვდება მწვანე, ყავისფერი და მოყვითალო ფერებში.

More

სულში ჩაფურთხება მოდაშია?..

7 Comments

free words

ვისაც ინტერნეტ მედიასთან და სოც.ქსელებთან შეხება აქვს, ეცოდინება რაოდენ მოდაშია ახლა ათეისტობა, უფრო სწორად ფსევდო ათეისტობა. მათგან რამოდენიმე კატეგორიის გამოყოფა შეიძლება: ერთნი, ვისაც რელიგია არ ‘”უშლის” არაფერს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიზიანებს. მეორენი, რომელიც გმობს, რელიგიასაც და ეკლესიასაც. ხოლო მესამენი უფრო რწმენაში ვერ გარკვეულნი არიან “ღმერთის სწამთ, მაგრამ მრვდლების არა”. ჩემი პოსტის მიზანი არავის განსჯა არაა. არც ვინმეს აღზრდას ვაპირებ, მაგრამ როცა მგონია, რომ სულში მაფურთხებენ, განსაკუთრებით მეორე კატეგორიაში შემავალი ადამიანები, დუმილი აღარ მინდა…

More

ქვითრების ახალი დანიშნულება

8 Comments

qvitari

დღეს აღმოვაჩინე, რომ ქართველებმა ქვითრების (ჩეკების, როგორც ახლა ეძახიან, მაგრამ სწორია ქვითარი!) გამოყენების ახალი ვარიანტი მოიფიქრეს:

More

დაბალი დონის საზოგადოება

3 Comments

people

ბევრს ეწყინება ახლა ეს პოსტი, ვიცი, მაგრამ გული რომ მტკივა, ამიტომ უნდა დავწერო და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯავრი მჭირს…

დღეს ჩვენი საზოგადოება, დაბალი დონისაა სამწუხაროდ! რა თქმა უნდა, არიან ნორმალური და განვითარებული ადამიანები, მაგრამ საკმაოდ ცოტა, ისინიც იკარგებიან ამ მასაში და საერთოდაც, უკვე თეთრ ყვავებად ჩანან, რადგან ზრდილობა და ინტელექტი მასისთვის დასაცინი და მიუღებელი გახდა… რა თქმა უნდა, რაც რთული შესაძენია და არ გაქვს, შეიძლება შეგშურდეს კიდეც და ბოღმისაგან დასცინო სხვას..

More

Muchas gracias Pep…

1 Comment

pep p

დღეს საფეხბურთო სამყაროს ყურადღბა ისევ ბარსელონასკენ იყო მიმართული… წავა გუარდიოლა? არ წავა? პეპ გუარდიოლა წავიდა… გულშემატკივრებს გული დაგვწყდა (დაგვწყდა ის სიტყვა არაა, კიდევ), არა გულშემატკივრებმა გაიხარეს: “აი, ახლა ნახავთო, რა მოგივათო”. თუმცა, დაბოღმილი ხალხის აზრი ახლა ნაკლებად აინტერესებს გულშემატკივარს… ჩვენ პეპს ვუხდით მადლობას….. დღეს კიდევ ერთი უდიდესი ეპოქა დასრულდა ფეხბურთის ისტორიაში – ეპოქა, პეპ გუარდიოლას ბარსად ცნობილი.

More

ინტერვიუ სპეციალურად მათთვის, ვისაც თვითმკვლელობისკენ აქვთ მიდრეკილება

5 Comments

gioo

სპონტანურად იღებს თუ არა სუიციდის გადაწყვეტილებას და რას ფიქრობს ადამიანი თვითმკვლელობის დროს, რას ნიშნავს ფარული სუიციდი და რითი ხსნის ფსიქოლოგი გიორგი დონაძე საქართველოში გახშირებულ თვითმკვლელობას

`…სუიციდი სოციალური პრობლემების პროპორციულად იზრდება და, შესაბამისად, მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ამ ქცევის განხორციელების სიხშირეზე გავლენას ახდენს. გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს  უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, უიმედობისა და უფუნქციობის განცდა უჩნდებათ,  რასაც თან ღრმა დეპრესიული მდგომარეობები სდევს _ ადამიანები აწყმოსა და მომავალს ნეგატიურად აღიქვამენ. დეპრესია კი, როგორც წესი, სიუციდის მცდელობის წინასწარი მდგომარეობაა. ასევე, აღსანიშნავია ქრონიკული სტრესი _ ადამიანები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში და, შესაბამისად, დაძაბულები არიან. არადა, ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეს სტაბილურობის განცდა… ფართოდ გავრცელებულ სიღატაკესა და უმუშევრობასთან ერთად, სუიციდის სიხშირეს განაპირობებს ოჯახების დანგრევა, მზრუნველის დაპატიმრება და ა.შ.

More

Windows 7 რამოდენიმე გამოსადეგი ოპერაცია

2 Comments

seven

დღეს გადავწყვიტე, ამჟამად უკვე ყველაზე პოპულარული სისტემის Windows7-ის პატარ-პატარა ე.წ. ხრიკები შემოგთავაზოთ. ვინც იცის, ძალიან კარგი, ვინც არ იცის. გამოადგებათ ალბათ. პოსტი ძირითადად განკუთვნილია ცოტა უფრო წინ წასული მომხმარებლებისთვის.

More

ს.კ. "ბარსელონას" ფორმები–ნაწილი II

1 Comment

FC-Barcelona-Champions-league-Winner

ვაგრძელებ კარგა ხნის წინ დაწყებულ პოსტს “ბარსელონას” ფორმების ისტორიის შესახებ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ს.კ. "ბარსელონას" ფორმები

2000-01 საშინაო                                2000-01 საგარეო

Barcelona_00_01 homeBarcelona_00_01 away

More

ქართული კლავიატურა /Georgian Keyboard – Windows 7

4 Comments

MultiTouchVirtualKeyboard

ბლოგზე მაქვს ქართული კლავიატურის დამატების წესი Windows XP-სთვის – იხ.ბმული: ქართული კლავიატურა / Georgian Keyboard ეს ძველი პოსტია და რადგან დღეს უკვე Windows 7 –ს იყენებს ბევრი, გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ, ქართული კლავიატურის დამატების წესები Windows 7-ზე. მით უმეტეს, რომ ბევრი მეკითხება და ბევრი კომენტარი დაგროვდა ძველ პოსტზეც ამის შესახებ.

More

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 78 other followers