buddha

ეს მასლა ერთ-ერთი ფორუმისთვის მოვამზადე, მაგრამ გადავწყვიტე, აქაც დავდო, დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება იმედია Winking smile ბევრი შესავალიც არ უნდა, პირდაპირ დავიწყებ…

ცოტაოდენი რამ ბუდიზმის ისტორიიდან:

ბუდიზმი ჯერ  ფილოსოფიური მოძღვრებად ჩამოყალიბდა, ვიდრე რელიგიად გადაიქცეოდა.

ძვ. წ. VI ს-ში, სიდჰარტი გაუტამა (ბუდას თავდაპირველი სახელია) , ჰიმალაის მთებთან მდებარე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შიკიების სახელმწიფოს მეფის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მის დაბადებას დედის სიცოცხლე შეეწირა და წინასწარმეტყველმა მეფე გაუტამა დაარიგა, რომ მის შვილს არ უნდა ენახა ადამიანთა ტანჯვის სამი ფენომენი: ავადმყოფი, მოხუცებული და მიცვალებული. მეფეც ისე ზრდიდა შვილს, რომ ეს ყველაფერი მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. მაგრამ უკვე ცოლ-შვილიანმა სიდჰარტმა ნახა ეს სამივე მოვლენა და როგორც ნაწინასწარმეტველები იყო, მიატოვა სამეფო კარი და განდეგილობაში ეძებდა ადამიანთა ტანჯვის ამ სამი ფნომენის მიზეზთა დადგენას.

More