
დღეს მეგობარმა მაჩუქა საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნი “ჯვრისწერის საიდუმლო და ეკლესიური ოჯახი”. წიგნში როგორც უკვე მიხვდით, გადმოცემულია ქრისტიანული ოჯახის არსი. ეს პოსტი უფრო საინტერესო იქნება იმ მამაკაცებისათვის, ვისაც ჰგონია, ცოლს და საერთოდ ქალს, “თავზე უნდა ეჯდეს” და მართოს თავისი სურვილისამებრ და არცთუ იშვიათად, რელიგიას იყენებენ ამ საქციელის გასამართლებლად… პოსტი ასევე საინტერესო იქნება ალბათ არაეკლესიური ადამიანებისათვის, რადგან არავითარი ქადაგება არაა აქ, უბრალოდ კარგადაა გადმოცემული ქალის და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება, ქრისტიანული თვალთახედვიდან. ზოგადად, ყველასათვის საინტერესო იქნება, ვისაც აინტერესებს, მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტი მიდგმა ამ საკითხისადმი.
More
ბოლოს ეს კომენტარები დაგვიტოვეს