ტესტი ქალბატონებისთვისაა. ცოტა ძველი კია, მაგრამ ვინც შეავსო უკვე, თვლის რომ გავს მის ხასიათს. მათ შორის მეც. ასე, რომ მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, ან უბრალოდ გახსენით Notead-ი და დავიწყეთ
პასუხის მისაღებად უნდა ჩაინოშნოთ ვარიანტი, რომელსაც ირჩევთ. მაგ: ა, გ და ა.შ.
1. თქვენი საუკეთესო მეგობარ იქნებოდა:
ა) ლეტიცია კასტა ბ) სინდი კროუფორდი გ) სტელა ტენანტი
2. საოცნებო კუნძულზე ერთ კვირაინი არდადეგები თქვენთვის არის:
ა) ზეიმი ყოველ ღამე ბ) მშვენიერი პეიზაჟი და სურნელების არომატი გ) დამსახურებული დასვენება.
3. თქვენს რჩეულს ურეკავთ:
ა) მთელი დღის განმავლობაში ბ) დღეში ერთხელ, რომ უთხრათ რას ფიქრობთ მასზე გ) პურის ყიდვა რომ არ დაავიწყდეს
4. ბავშოვბაში ყველაზე ძალიან გიყვარდათ:
ა) გაპრანჭვა ბ) ზღაპრების კითხვა გ) მონოპოლიის თამაში.
5. თქვენი საყვარელი თაიგული:
ა) მინდვრის ყვავილები ბ) ორი-სამი ორქიდეა და იკებანა გ) ვარდები მაღაზიიდან
6. დრიოს გატარება გიყვართ:
ა) მეგობრების კომპანიაში და იმპროვიზირებულ საღამოებზე პიცერიაში ბ) კარგ რესტორანში საყვარელ ადამიანთან ერთად გ) მთელი ღამეები კომპიუტერთან ინტერნეტში
7. თქვენი ოცნების პრინცია:
ა) დევიდ ბექემი ბ) ბრედ პიტი გ) სტინგი
8. არასოდეს იცილებთ:
ა) თილისმას ბ) ტელეფონს გ) მობილურ ტელეფონს
9. ნერვებს გიშლიან ადამიანები რომლებიც:
ა) ვერ გიგებენ ბ) ზურგს შეგაქცევენ გ) არ გიცნობენ
პასუხები იხილეთ სრულად წაკითხვაში
თუ პასუხთა უმრავლესობაა ა
თქვენ ნამდვილი “Happy Girl” –ი ბრძანდებით
მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ იყოთ ბედნიერი და ამით მოგებულნი რჩებიან თქვენი გარშემომყოფნი. საოცარი ღიმილი და სიცილი გაქვთ, თქვენი კარგი განწყობა გადამდებია ხოლმე გარშემომყოფთათვის. მოწყენილობას ვერ იტანთ და ებრძვით მას მთელი ძალით. სხვებს ხშირად შურთ თქვენი კარგი განწყობა და ოპტიმიზმი. მართალია, ბევრს აღიზიანებს ის, რომ თქვენთვის ყველაფერი ასე ადვილად ხდება, მაგრამ ასეთია თქვენი ბუნება.
თუ პასუხთა უმრავლესობაა ბ
მაშინ გაწონასწორებული “Happy Girl” –ი ბრძანდებით
ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით, ამასთანავე თავშეკავებულიც და უმნიშვნელო, ბულვარულ რამეზე სიცილს არ დაიწყებთ. გონება გკარნახობთ, რომ ბედნიერება უნდა დაიმსახურო. დროთა განმავლობაში ისწავლეთ პატარ-პატარა ცხოვრებისეული სიხარულის დაფასება: მზის სხივი ზამთრის ცივ დღეს, შოკოლადის ნატეხი, პოეზიის რამდენიმე გვერდი. იგივეა მეგობრობასა და სიყვარულში. ჰარმონიის შექმნა სხვაზე უკეთ შეგიძლიათ. ახლობლები გაღმერთებენ და მადლობელნი არიან იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომლის მინიჭებაც თქვენ შეგიძლიათ.
თუ პასუხთა უმრავლეოსბაა გ
ამ შემთხვევაში “Happy Girl” –ი ბრძანდებით მაგრამ ჯერ არ იცით ეს
ბედნიერი ვარ? ამ კითხვაზე არასოდეს დაფიქრებულხართ… ბედნიერება თქვენი აზრით მეზღაპრის გამოგონილი რამაა და სხვა არაფერი? ეს შეცდომაა! გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ ცხოვრება სავსეა სიხარულით, სიცილით და სიამოვნებით, რომელთაც შეუძლიათ ბედნიერი გაგხადონ. შეეცადოთ შეიგრძნოთ, რომ გაზაფხული დადგა, ან შეყვარებული ხართ ან გიყვართ თქვენი სამუშაო… ანდა სულაც ყველაფერი ერთად… მართლა მშვენიერია არა? და გახსოვდეთ: ბედნიერება მხოლოდ იმათთან მოდის, ვინც მას ეძებს!




natiabarca
Aug 14, 2011 @ 11:01:22
მე ნამდვილი “happy girl” – ი გამოვედი.
შენ ხომ აქამდეც იცოდი ნინ, რომელ პასუხებსაც ავირჩევდი.
მეც ვიცი შენი პასუხები. მგონი ზუსტად.
natiabarca
Aug 14, 2011 @ 11:04:04
აუ, ოღონდ “ოცნების პრინცი” არ მომეწონა. ჩამოთვლილთაგან არც ერთი ოდნავადაც არ ჰგავს ჩემს “პრინცს”.
Barcelonisimo...
Aug 14, 2011 @ 20:24:35
ვაიმე, არც მე :დ სხვა გზა რომ არ იყო, ავირჩიე მაგათგან ჩემთვის უფრო მისაღები :დ
პე ♔
Aug 14, 2011 @ 20:36:30
ნამდვილი “Happy Girl”
^^
natiabarca
Aug 14, 2011 @ 21:17:27
ხომ გითხარი გამოვიცნობ მეთქი?
ninca
Oct 14, 2011 @ 22:07:44
აქ ახლა ახალი პოსტივით უნდა დავდო რაღაც და წინასწარ ვიხდი ბოდიშს რომელიღაც თქვენგანს ამდენის კითხვა რომ მოუწევს მგრამ არ შემიძლია ჩემი დ პასუხები არ დავაფიქსირო აქ და არ გავიგო რა კატეგორიაში “გავდივარ”
1. აზრზე არ ვარ ვინ არიან ეგენი
ევრიკა!
2.საოცნებო კუნძული სულ არ მაქ, ნოუ კამპს თუ დაარქმევთ რომელიმე კუნძულს, მექნება
3.რჩეულს არ ვურეკავ, ტელეფონი არ მაქ
4.ახლაც ბავშვი ვარ და ყველაზე ხშირად პასტას და ფურცელს ვეთამაშები
5.აქ ძლივს ვიპოვე ჩემი შესაფერისი ა პასუხი
6.ჩემი ოცნების პრინცი ბექაა… ბექემს კი გავს ბგერითი შედგენილობით მაგრამ ძაან პედანტი ვარ მე
7.დროის გატარება….. და რიგს რომ არასდროს არ ვუთმობ არავის…. ისე დრო მაგარი ცუდი ვიღაცაა და ამაგას მით უმეტეს არ გავატარებ…
8 აქ რაღაცნაირად “მსაჯი” პასუხი უნდა დავწერო… ჯვარს….
9.ისინიც კი ვერ მიშლიან ნერვებს ვინც ფიქრობს რომ ბარსაც ჩვენი კორპუსებივით ფასადშეღებილი კლუბია….
ახლა ავტორისგან ველი ჩემს განაჩენს…. ცხოველი ვარ რამე???
Barcelonisimo...
Oct 17, 2011 @ 00:27:50
იმედია ხუმრობით დაწერეთ ამდენი…
თუ არადა თავიდან გადახედეთ ტესტის შევსების წესს
garcelona
Oct 18, 2011 @ 21:58:47
შეილება ცხოველი არ ხარ მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის ნაამბობსაც არ ჰგავს თქვენი კომენტარი
ninca
Oct 18, 2011 @ 21:20:11
half right! იდეა ხუმრობის გარეშე…. შეფუთვა ხუმრობით….. რა გაეწყობა, მგონი ვერასრდროს გავიგებ შემიძლია თუ არა ვიხარო ცხოვრებით
“ფსიქოლოგობა” და Copy-Paste « Barcelonisimo's Blog
Nov 15, 2011 @ 01:47:55