პაბლო პიკასოს “გერნიკა” ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა – უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტები, რომელთაც მხარს გერმანელი ნაცისტები უჭერდნენ, მემარცხენე რესპუბლიკელების მთავრობას თავს დაესხნენ. ამ დიდი შოკის მომგვრელი სურათით პიკასოს იმ მსხვერპლისა და ნგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს ნაცისტთა მიერ რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ქალაქის, გერნიკას დაბომბვას მოჰყვა.
რესპუბლიკელთა მთავრობამ პიკასოს პარიზის დიდი გამოფენისთვის დიდი ტილოს დახატვა სთხოვა. თავდაპირველად პიკასომ არ იცოდა, რა დაეხატა, მაგრამ დაბომბვიდან 5 კვირაში “გერნიკა” უკვე მზად იყო. სურათმა პარიზში არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, ვინაიდან ბევრი მას ძნელად გასაგებად თვლიდა. მოგვიანებით რესპუბლიკელების ინიციატივით სურათმა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა, რათა მას მსოფლიო ხალხების თანაგრძნობა მოეპოვებინა. ინგლისში საგამოფენო დარბაზში შესვლის საფასური ძველი ჩექმები იყო, რომლებიც რესპუბლიკელთა ჯარს ეგზავნებოდა.
პიკასო ფიქრობდა, რომ ხელოვნებას მოვლენებზე რეალური ზემოქმედება შეეძლო. 1945 წელს მან განაცხადა: “სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი, რომელიც , მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება.”
“გერნიკა” სავსეა სიმბოლოებით. პიკასოს არ სურდა, რომ მათი მნიშვნელობა აშკარა ან სწორხაზოვანი ყოფილიყო და არც მათი ახსნა უყვარდა. თუმცა, ეს კი განაცხადა: “ცხენი ადამიანებს ნიშნავს, ხარი კი – სისატიკესა და სიბნელეს.”
მარცხნივ ვხედავთ ხარს, რომელიც უყურებს, როგორ დასტირის დედა დაღუპულ შვილს. მიწაზე მკვდარი ჯარისკაცი გდია, იქვე ცხენი მოჩანს, რომელსაც შუბი აქვს მოხვედრილი. მარჯვენა კუთხეში, ფანჯრიდან შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის სახე იყურება. ერთი ქალი გაქცევას ცდილობს, მეორე კი ყვირილით ვარდება ცეცხლმოკიდებილი სახლიდან.კუთხოვანი ფიგურების მკვეთრი კონტურები გარშემო გამეფებულ საყოველთაო ნგრევას უსვამს ხაზს. სახეები დამახინჯებულია და მათზე დიდი ტკივილი და ტანჯვაა ასახული.
სინათლისა და სიბნელის მკვეთრი მონაცვლეობით მხატვარი ბომბების აფეთქებებზე მიგვითითებს. ფერების სიმცირე სურათს გაზეთში დაბეჭდილ ფოტოსურათს ამსგავსებს.
გერნიკას დაბომბვამდე პიკასო აცხადებდა, რომ პოლიტიკური მხატვარი არ იყო, მაგრამ დაბომბვის შემდეგ როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა მისი თქმით, სურათი “გერნიკა” ხალხისადმი მოწოდებას, პროპაგანდას შეიცსვდა. ტილო ისეთი დიდი იყო, რომ პიკასოს სახელოსნოში ძლივს ეტეოდა. პიკასოს მიზანი იყო, მონუმენტურ, დიდ ტილოს, მასზე გამოსახული წამების სცენებით მნახველზე ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა. სხვადასხვა ქვეყნის დახმარების მიუხედავად, რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ესპანეთში დიქტატურა დამყარდა. პიკასოს სურდა , რომ სურათი ესპანეთში მხოლოდ დემოკრატიის აღდგენის შემდეგ გამოეფინათ. ეს 1975 წელს მოხდა და “გერნიკა” დღესაც მადრიდშია გამოფენილი.






Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 18:56:14
ეჰ არ ეღირსა ესპანეთს მაინც დემოკრატია ბოლომდე, ისევე როგორც ჩვენ
imnabarcuk
Sep 27, 2010 @ 19:03:34
აბა :შ
და ზუსტი ბიოგრაფიიის დაყრდნობით და რაღაცეებით ამაყი, თავის თავში დაჯერებული და ამბიციური იყო თან სულ ყველასთან ქონდა კონფლიქტი მაგალითად მონდილიანთან რო ქონდაო მოკლედ რა აშკარად უნიკალური ადამიანია
) თუ ღრმად არ ჩაწვდი მის ბიოგრაფიაში ვერ გაიგებ ვერაფერს
არადა პიკასოზე ზოგადად ,რომ წაიკითხო რამე კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის პირადად
Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 19:15:59
არაორდინალური იყო და ამიტომაც იყო, გენიოს
imnabarcuk
Sep 27, 2010 @ 19:11:17
კატალონიის შესახებ მინდა დავდო ინფორმაცია მაგრამ ვერ ვიშოვე ამომწურავი რა
ბარსამანიაზე ,რომ იყო პოსტი ლაპორტა იბრძოლებს კატალონიის დამოუკიდებლობისთვის და კომენტარებში ისეთი ამბავი წავიდა ლამის მოკლეს ერთმანეთი არადა ისტორია არ იციან და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ადარებენ რაც უაზრობაა… ჯერ ერთი ,რომ აფხაზეთი და ოსეთ ჩვენი მიწა წყალია თავიდანვე და უბრალოდ ეს ეროვნება ჩასახლებულია
აფხაზებზე არაფერს არ ვამბობ მაგრამ აი ოსებზე ნერვები მეშლება მაგის ისტორია ვიცი და თუ არ ვცდები ერეკლე მეფის დროს ოსები მოვიდნენ თხოვნით ,რომ გაჭირვებულები ვართო და დაგვეხმარეთო მაშინ ქართლი დიდი ფუფუნებაში იყო და დაასახლა მანდ და დარჩნენ იმის მერე და ახლა რა პრეტენზია აქვთ ვერ გავიგე :@
და საერთო ჯამში აღიარების შემდეგ თუ აღიარეს იგივე იქნება სამხრეთ ოსეთი დ აფხაზეთი ესეც მოვიკითხე და ანუ თუ რაიმე ქვეყანას გამოეყო და აღიარეს წარსულს და ისტორიას არ აკვირდებიან და საერთო ჯამში ქართველებმა ეს არ უნდა თქვა სწორია მაგრა უსამართლობაა ხომ რადიკალურად განსხვავებულია ყევლაფერი
და კატალონიას რაც შეეხება აქ სულ სხვა ფაქტორია 200 წელი ომობდა კატალონია და ესპანეთი და დაიპრო ბოლოს ესპანეთმა და მაგრამ კატალონიელები არსად არ ჩასახელებულან მანდ იყვნენ თავიდანვდე ცხოვრობდნენ და ა.შ. ყველაფერი განსხვავებულია
Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 19:14:45
კი გიო, გეთანხმები, მეც ბევრი ვიომე ბარსამანიაზე, მაგრამ….
ვერ გავაგებინე. არაა ერთი და იგივე ეს სიტუაცია, ამას მთელი მსოფლიო არიარებს და ამათ არ ესმით
imnabarcuk
Sep 27, 2010 @ 19:15:32
არ ესმით ან არ უნდათ რო გაიგონ
Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 19:16:42
ბარსას ფანი თუ ხარ, წესით უნდა გინდოდეს გაგება… არ ესმით და რეალის ფანებს არ უნდათ, იასნია
imnabarcuk
Sep 27, 2010 @ 19:19:36
რეალის ფანს რატომ მოუნდება? :დ მისი ქვეყანა დაზიანდება ქალაქი და ამავდროოულად კლუბიც
და ბარსასფანი თუ ხარ უნდა იცოდე ისტორია
)) მარა აქ სიტყვიერი ფანებია : ) მოიგო ბარსამ ლიგა და მაგიტო
) ეგრე იყო წინა წელს მანჩესტერი იყო”ცვეტში” წელს ინტერი არაა რატომღაც იმიტო რო ყველა ხვდება რო ბარსა საუკეთესოა და ერთგვარი უსამართლობაა ინტერის ჩემპიონობა : )) და ასე იქნება სულლ : )) კანონია რა ცხოვრების :შ
Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 19:30:55
ინტერი ცოტათია მოდასი, აქა-იქ აცვიატ ინტერის ფორმებიც
იმასაც ხვდებიან, რომ 40 წელი ვერაფერს ვერ აკთებდნენ და დიდი არაფერი გუნდია….
ესენი კი ვაი ფანები არიან მართლა, არც საქართველოს ისტორია იციან, უბედურება მაგაშია. ერთს ვკითხე ადრე, რუსთაველი სადაა დაკრძალული თუ იცი მეთქი და აუ ზუსტად არ მახსოვს, მთაწმინდის ან დიდუბის პანთეონში იქნებაო. ამაზე მეტი არ ცოდნა რა გინდა
imnabarcuk
Sep 27, 2010 @ 19:34:26
ხოო
DD მარა მთაწმინდა რა სათქმელი იყო : | ვაი : |
Barcelonisimo...
Sep 27, 2010 @ 20:08:33
იცი რა გამიკვირდა, პანთეონების არსებობა რომ იცოდა საერთოდ
garcelona
Sep 27, 2010 @ 21:12:35
პიკასო ჩემთვის უძლიერესია, გენიოსი კი სალვადორ დალია, უბრალოდ მაგრად მიყვარს დალი. მისი სიტყვები მახენდება პიკასოს შესახებ რომ თქვა:
“პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. “