მე მგონი, სკაიპის ყველა აქტიურ მომხმარებელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასჭირვებია სკაიპის რამოდენიმე ნიკის ერთდროულად გამხსნელი, ანუ ერთდროულად ორი ან მეტი სკაიპით რომ იყოთ ონლაინში. ე,წ, ძველი სკაიპისთვის გამოვიდა SkypeLauncher-ი, “მწვანე სკაიპად ცნობილი” და ახალი სკაიპის გამოსვლის შემდეგ, გვახსოვს ალბათ, რა ამბავი იყო, ძველი სკაიპის გამხსნელი ახალზე არ მუშაობდა. თუმცა, ეს პრობლემაც მალე მოგვარდა. დღეს ეს გამშვები ყველა ვარეზზე გდია. აბა რას ვწვალობ ამ პოსტში? რას და, ეს SkypeLauncher-ები დავირუსებულია!
ყველა ანტივირუსი ბუზღუნით მიშლიდა მაგას და როგორც გავარკვიე, არა მხოლოდ მე
მაგრამ რა ვქნათ, იმ შემთხვევაში, თუ ორი ან სამი ნიკით გვინდა შესვლა? რა და გავაკეთოთ ჩვენით! ძალიან მარტივია და რაც მთავარია, უსაფრთხო.
მაშ ასე, ვიწყებთ: შევდივართ C დისკზე, ვნახულობთ საქაღალდეს Program Files და იქ უნდა ვიპოვოთ სკაიპის საქაღალდე, სახელწოდებით Skype. ამ საქაღალდეში კი გავხსნათ საქაღალდე Phone. ნახავთ სკაიპის ლოგოს.
გააკეთეთ მისი შორტკარტი დესკტოპზე.
შორტკარტის შექმნა: ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, იმას, რისი შორტკარტიც გვინდა და გამოსულ მენიუში ვირჩევთ: Send To –> Desktop (Create Shortcut)
შემდეგ ვბრუნდებიტ დესკტოპზე და ვნახლობტ ახალ შორტკარტს. ვაჭერთ მასზე მაუსის მარჟვენა ღილაკს, კონტექსტურ მენიუში ვირჩევთ ბრძანებას Properties და პირველ ფოტოზე ნაჩვენებ ველში ვშლით რაც წერია.
შემდეგ კი ვაკოპირებთ ამ ველში შემდეგ ტექსტს: “C:\Program Files\Skype\Phone\Skype.exe" /secondary ისე, როგორც ამას მეორე ფოტოზე ნახავთ.
და დაადატურეთ ეს ყველაფერი OK ღილაკით. ამ მეთოდით გაკეთებული გამშვები მუშაობს ყველა სკაიპზე, დააყენტ სასურველი სკაიპი და შემდეგ დაამზადეთ გამშვები ამ წესით. ის 100% მუშაა, კარგა ხანია ამას ვიყენებ.
ხოლო “რეცეპტი” Tbiliso.ge –ზე ვიპოვე, ამ თემაში პოსტი №18
სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს. კითხვები და შენიშვნები დატოვეთ კომენტარებში




garcelona
Sep 24, 2010 @ 22:30:20
სკაიპი ეს არის უსერიოზულესი გამოგონება, რამაც ჩემი და მრავალი ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა/ :*:*:* მე მიყვარს სკაიპი.
Barcelonisimo...
Sep 24, 2010 @ 22:42:27
ჰეჰ, რუსებს რომ ჰკითხო, საშიში პროგრამაა, ეს არის ლამის ბობმი ჩვენს კომპში მაგათი სტატიების მიხედვით…
garcelona
Sep 24, 2010 @ 22:51:48
რუსებს რომ კითხო ქართული ღვინო და ბორჯომიც საშიშია
:D
gnkgio
Nov 12, 2010 @ 02:58:35
ბოლოს იტყვა კარგად არ ჩააააანს და დაწერე ძმურად გთხოვ…
Barcelonisimo...
Nov 12, 2010 @ 03:06:48
Secindary ესაა ბოლო
“C:\Program Files\Skype\Phone\Skype.exe” /secondary ეს წინადადებაა მთლიანად. ბრჭყალები არ მოაშოროთ
garcelona
Jan 18, 2011 @ 02:29:30
მაგარი კიარა ზრდილობა იქონიე შე მართლა ყვლინჩა შენა
კაცს რო ყვლინჩა ერქმევა რა უნდა მოთხოვო ისე!!!
Barcelonisimo...
Jan 18, 2011 @ 02:32:34
ნუ ტყემალზეა და რა ქნას
დაახვევს აწი