Home

რა არის ფსიქოდრამა

5 Comments

speaking_of_joy_by_marielliott

დღევანდელ პოსტს ფსიქოლოებს მივუძღვნი და კერძოდ, მინდა მოგიყვეთ რა არის ფსიქოდრამა. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდე, ვისაუბროთ ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის განსხვავებაზე.

საერთოდ, საქართველოში ფსიქოლოგს და ფსიქიატრს ერთმანეთისაგან ცოტა თუ არჩევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩვენთან მუდამ მაღალი კონკურსია, ურჩევენ კიდეც აბიტურიენტებს ახლობლები, იქ ჩაბარებას. მაგრამ აბა, ამავე ადამიანებს უთხარით, რომ თუნდაც ნერვიული ბავშვი მიიყვანონ ფსიქოლოგთან, შეიცხადებს: – აჰ, რას ამბობთ, ჩემი შვილი გიჟი არააო! ხოდა მოდი, სანამ თემას განვავრცობდეთ, შევთანხმდეთ და მარტივად ჩამოვაყალიბოთ: “ფსიქოლოგი არაა გიჟების ექიმი”  თუ მეთანხმებით და გაიგეთ, რას ვამბობ, განაგრძეთ კითხვა. თუ არადა სხვა სტატიაზე გადადით.

More

იყიდებიან მეგობრები…

8 Comments

for_sale

“იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე”… უნებურად ეს სიმღერა გამახსენდა, როცა ყველასათვის ნაცნობ ფორუმზე ყიდვა-გაყიდვაში ასეთი განცხადებები ვნახე (იხ. ფოტო).

More

ბუდიზმი–ისტორია და მოძღვრება

Leave a comment

buddha

ეს მასლა ერთ-ერთი ფორუმისთვის მოვამზადე, მაგრამ გადავწყვიტე, აქაც დავდო, დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება იმედია Winking smile ბევრი შესავალიც არ უნდა, პირდაპირ დავიწყებ…

ცოტაოდენი რამ ბუდიზმის ისტორიიდან:

ბუდიზმი ჯერ  ფილოსოფიური მოძღვრებად ჩამოყალიბდა, ვიდრე რელიგიად გადაიქცეოდა.

ძვ. წ. VI ს-ში, სიდჰარტი გაუტამა (ბუდას თავდაპირველი სახელია) , ჰიმალაის მთებთან მდებარე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შიკიების სახელმწიფოს მეფის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მის დაბადებას დედის სიცოცხლე შეეწირა და წინასწარმეტყველმა მეფე გაუტამა დაარიგა, რომ მის შვილს არ უნდა ენახა ადამიანთა ტანჯვის სამი ფენომენი: ავადმყოფი, მოხუცებული და მიცვალებული. მეფეც ისე ზრდიდა შვილს, რომ ეს ყველაფერი მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. მაგრამ უკვე ცოლ-შვილიანმა სიდჰარტმა ნახა ეს სამივე მოვლენა და როგორც ნაწინასწარმეტველები იყო, მიატოვა სამეფო კარი და განდეგილობაში ეძებდა ადამიანთა ტანჯვის ამ სამი ფნომენის მიზეზთა დადგენას.

More

ისევ დასაქმებაზე…

12 Comments

jobwanted

სამსახურის მაძიებლები დამეთანხმებიან ალბათ, რომ არსებობს არაერთი რეკომენდაცია, როგორ შევადგინოთ სივი, როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე, რა ჩავიცვათ, რა ვთქვათ, სად გავიხედოთ, როგორ გვეწყოს ხელები… მოკლედ სამსახური თუ გინდა, უკანა თათებზე უნდა დადგე და კუდი აქიცინოო გვეუბნებიან.

კეთილი და პატიოსანი, არავინ დაობს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ეძებს სამსახურს, ნორმალურად უნდა იქცეოდეს და ერთი სიტყვით, კარგი იმიჯი ჰქონდეს. მაგრამ არავინ არ ადგენს არც წესებს და არც ქცევის ნორმებს უდგენს მათ, ვინც დებს ვაკანსიებს საიტზე და ითვლებიან დამსაქმებლებად.

მათი რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო მოთხოვნები, რამოდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

More

TCP/ UDP პროტოკოლები, განსხვავება მათ შორის

1 Comment

TCP IP

რა არის TCP/UDP პროტოკოლი?

კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები, რომლებიც უკავშირდებიან ინტერნეტს, იყენებენ პროტოკოლს, რომელიც TCP/IP-ის სახელითაა ცნობილი. ეს პროტოკოლი ეხმარებთ მათ კომუნიკაციაში, ანუ ინფორმაციის გაცვლაში. მაგალითად, როდესაც კომპიუტერს ნიუ იორკში აქვს ამოცანა, გაგზავნოს ინფორმაციის ნაწილი  ლონდონში, მან უნდა იცოდეს მიმღები კომპიუტერის ზუსტი IP მისამართი. იმისათვის. რომ ინფორმაციამ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, ის ყველაზე ხშირად იგზავნება ორი მეთოდით: TCP და UDP-ით.

განვიხილოთ ორივე:

More

Facebook-ზე გავრცელებული საშობაო ვირუსის სავარაუდო საშველი

1 Comment

facebook

დღეს Facebook-ი “დაიბომბა” სპამით, რომელიც გვეპატიჟება, რომ ჩვენი პროფილები გავალამაზოთ საშობაო თემით… ttttttttt

ისინი, ვინც წამოეგნენ ამ ანკესს, თავისდაუნებურად ავრცელებენ ამ სპამებს…  მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან დღეს და ბევრი ქექვის მერე, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სპამი ჯდება ბრაუზერში, აპლიკაციის სახით. ეს პოსტიც სწორედ უნებურ გმავრცელებლებს ან მათ მეგობრებს გამოადგებათ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შვდივართ ჩვენი ბრაუზერების Extensions ან Add-on-ში. აღწერა ყველა ბრაუზერისათვის:

More

ჩვენ არ ვართ გონებაჩლუნგი თაობა, იმიტომ რომ არ გვქონდა კომპიუტერი!..

7 Comments

ჩემი თაობის ბავშვობა იმ მძიმე 90-იან წლებს დაემთხვა, რაც დღემდე ტკბილ-მწარე მოგონებად დარჩა საზოგადოების ნაწილს Smile

ჩვენ არ გვქონდა დენი, ბუნებრივი აირი, კომპიუტერი, ახალ-ახალი ფერადი სათამაშოები, არ გვიხდიდნენ დაბადების დღეებს დაბადების დღის ცენტრებში და “მაკდონალდსში” (მადლობა ღმერთს). ჩვენ ბევრი რამე გვაკლდა, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ ვართ გონებაჩლუნგები… ანუ უკეთ რომ ვთქვათ, არ ვართ ჩამორჩენილები რამეს, რადგან არ ანაბანა არ გვისწავლია კომპიუტერის დახმარებით…. ჩვენ მშობლიური ანბანი გოგებაშვილის “დედა ენამ” გვასწავლა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ მე პირადად…. ხოლო ის, რაც გვაკლდა , ვცდილობდით, რომ ჩვენით აგვენაზღაურებინა…

More

“ფსიქოლოგობა” და Copy-Paste

6 Comments

ctrl1

“ფეისბუქი” ჭასავით და ჭაზე უძირო რამაა უკვე ვიცით, აქ ყველა არის ის ვინც უნდა, პოეტი, ინტელექტუალი, მეცნიერი, ფსიქოლოგი…. ამაში ხელს უწყობს და ეხმარება გუგლიც… თუმცა არ იციან გუგლის სწორად “გამოყენებაც” Smile

More

სტივენ ჯერარდი შიშობს, რომ მისი კარიერა დასრულდა

Leave a comment

“ლივერპულის” ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი “წითლების” გულშემატკივრებისათვის სამწუხარო განცხადებას აკეთებს, ის შიშობს, რომ მისი კარიერა შესაძლოა ამ სეზონში დასრულდეს იმ ექვსი გამოტოვებული თვის გამო, რომელიც “სტივიჯიმ”  საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა. More

პატარა ბელი Shoping-ზე.

3 Comments

ბეარ

შაბათ საღამოს ალასკას შტატის ქალაქ კეტჩიკანის სასურსათო მაღაზიას მოულოდნელი და უჩვეულო კლიენტი ეწვია More

Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 51 other followers